იაველები
ვიკიპედიიდან
იაველები - ხალხი ინდონეზიაში (89,0 მლნ), კუნძულ იავის ცენტრალური ნაწილის ძირითადი მოსახლენი. ცხოვრობენ აგრეთვე მალაიზიაში, ავსტრალიაში, ნიდერლანდში. მიეკუთვნება სამხრეთაზიურ გარდამავალ რასობრივ ტიპს.
- სახელები: ფრანგულად - Javanais; რუსულად - Яванцы.
- საერთო რაოდენობა: 89,6 მლნ.
- ენა: იავური; ფართოდ იყენებენ ასევე ინდონეზიურს.
- მორწმუნეები: ძირითადად სუნიტი მუსულმანები.