იაკობ შემოქმედელი
ვიკიპედიიდან
იაკობ შემოქმედელი (სამებელი, გვარად დუმბაძე), XVII-XVIII სს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პოეტი. შემოქმედის მიტროპოლიტად იხსენიება 1647-იდან. ქართლის მეფის გიორგი XI-ის დავალებით გალექსა ბაგრატ მუხრანბატონის ანტიმაჰმადიანური თხზულება - "უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება" (შედგება 289 თექვსმეტმარცვლიანი სტროფისაგან). მასვე ეკუთვნის თითო სტროფიანი ლექსები - არჩილ II-ის ხოტბა, პასუხი იოსებ თბილელის შეკითხვა-გამოცანებზე, რომელიც ბიბლიურ თემას ეხება, და ერთიც წაღმა-უკუღმა წასაკითხი ფორმალისტური ლექსი. ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, იაკობ შემოქმედელს მიეწერება გადაკეთებული "აბდულმესიანი", რომელშიც ქების ობიექტი თამარისა და დავითის ნაცვლად არჩილ II-ა. იაკობ შემოქმედელს ქებით იხსენიებენ არჩილ II, დავით გურამიშვილი, ანტონ I, იოანე ბატონიშვილი და სხვები.