ინდიელები
ვიკიპედიიდან
ინდიელები - ამერიკის წითელკანიანი აბორიგენი ტომები (ესკიმოსებისა და ალეუტების გარდა); ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხებია — კეჩუა, აიმარა, აცტეკები, მაია, გუარანი, არაუკანები და სხვ. ევროპული კოლონიზაციის გამო მრავალი ტომი განადგურებულ იქნა სრულად ან ნაწილობრივ, ან გასახლებული სხვა ტერიტორიებზე. აშშ-სა და კანადაში ისინი ძირითადად რეზერვაციებში ცხოვრობენ, ბოლივიასა და გვატემალაში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.
- სახელები: ფრანგულად - Indiens; რუსულად - Индейцы.
- საერთო რაოდენობა: 35 მლნ.
- ენა: ლაპარაკობენ თავის ენებზე, დიდ ნაწილი ასევე ესპანურად (ლათინურ ამერიკაში) და ინგლისურად (ჩრდ. ამერიკაში).
- მორწმუნეები: კათოლიკები, პროტესტანტები, არიან აგრეთვე სინკრეტული კულტებისა და ტრადიციული რწმენების მიმდევრები.
ინდიელები იყოფიან ე.წ. ამერინდიურ ეთნოლინგვისტურ ოჯახებად: ალგონკინურ-მოსური, ანდო-ეკვატორული, აცტეკურ-ტანური, ჟე-პანო-კარიბული, ხოკა-სიუ, მაკრო-ოტომანგუა, მაკრო-ჩიბჩა, ნა-დენე, პენუტური, ტარასკული.