ინდირა განდი
ვიკიპედიიდან
ინდირა პრიადარშინი განდი (ჰინდი: इन्दिरा प्रियदर्शिनी गान्धी indirā priyadarśinī gandhī) (დ.19 ნოემბერი, 1917 –გ. 31 ოქტომბერი, 1984) — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-77 წლებში და ისევ 1980 წლიდან 1984 წლის 31 ოქტომბერს მის მკვლელობამდე. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ მინისტრი რაჯივ განდის დედა, ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა.