იონა
ვიკიპედიიდან
იონა (გვარად ვასილევსკი) (გ. 1849), საქართველოს ეგზარქოსი 1821-1832 წლებში. დიდ ყურადღებას უთმობდა ოსეთის სასულიერო კომისიის მუშაობას. მისი ხელშეწყობით სასულიერო მისიები აქტიურად მოქმედებდნენ თუშეთში, ფშავში, ხევსურეთში, აფხაზეთში, საინგილოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. 1825 წელს იონას თაოსნობით სასულიერო სასწავლებლები გაიხსნა ქუთაისში და თელავში, 1830 - ახალციხეში. ხელს უწყობდა სამღვდელოების განავისუფლებას ბატონყმური დამოკიდებულებისაგან. 1829 წელს იმერეთის სამღვდელოება (1810-მდე დაბადებულნი თავიანთი შვილებით) განთავისუფლდა ბატონყმური დამოკიდებულებისაგან. 1831 წელს აფხაზეთში დაარსდა სასულიერო კათედრა. 1932 წელს სინოდში გაიწვიეს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ხუციშვილი მ., ქსე ტ. 5, გვ. 196, თბ., 1980
საქართველოს ეგზარქოსები | |
ალექსი I | ალექსი II | ევგენი | ევსევი | ვარლამი | ვლადიმერი | თეოფილაქტე | ინოკენტი | იოანიკე | იონა | ისიდორე | მოსე | ნიკოლოზი | ნიკონი | პალადი | პავლე | პიტირიმე | პლატონი | ფლაბიანე |