კალიგულა
ვიკიპედიიდან
კალიგულა გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (ლათ.: Gaius Julius Caesar Augustus Germanicus)(12 31 აგვისტო, ანციუმი – 41 24 იანვარი, რომი), რომის იმპერატორი 37 წლიდან. გერმანიკუსის ძე. მეტსახელი კალიგულა ეწოდა ჯარისკაცული ჩექმების გამო, რომლებსაც ბავშვობაში ატარებდა.
იმპერატორად გამოაცხადეს ტიბერიუსის მოკვლის შემდეგ. იყო მერყევი, უპრინციპო პოლიტიკოსი, უკიდურესად პატივმოყვარე, ეგოისტი. ეჭვიანი და სისხლისმოყვარე ტირანი. მისმა უთავბოლო მფლანგველობამ დააცარიელა სახელმწიფო ხაზინა. ამას მოჰყვა ახალი მძიმე გადასახადები, განუკითხავი სადამსჯელო პროცესები და ქონების კონფისკაციები (განსაკუთრებით სენატორებისა). ბოლოს თავი იუპიტერად გამოაცხადა და საკუთარი ცხენის გაკონსულებაც მოინდომა. მას მიაწერენ სიტყვებს: "ნეტავ მთელ რომაელ ხალხს ერთი თავი ედგას, მახვილის ერთი მოქნევით მოვკვეთდი და დავისვენებდიო". კალიგულა მოკლეს პრეტორიანელებმა სასახლეში.
იულიუს-კლავდიუსების დინასტია | |
იულიუს კეისარი | ოქტავიან ავგუსტუსი | ტიბერიუსი | კალიგულა | კლავდიუსი | ნერონი | |
წინამორბედი: ტიბერიუსი |
რომის იმპერატორი 37–41 |
შემდეგი: კლავდიუსი |