კახა ბენდუქიძე
ვიკიპედიიდან
კახა ბენდუქიძე (დ. 1956, თბილისი) - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
კახა ბენდუქიძე დაიბადა 1956 წელს 20 აპრილს ქ. თბილისში. დაამთავრა 55-ე საშუალო სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1990 წლამდე დაკავებული იყო კვლევებით მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის სფეროში. ოთხმოცდაათიან წლებში დაიწყო ბიზნესსაქმიანობა. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მანქანათმშენებელი ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციასა და კონსოლიდაციაში, რის შედეგადაც 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია – გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები. იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წლებში გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები გადაიქცნენ საერთაშორისო კომპანიად, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავდა რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ჩეხეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიამ გაიარა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. 2002 წელს გახდა ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) ინსტიტუციური ეკონომიკის კათედრის პროფესორი. 2004 წლის დასაწყისში დაასრულა თავის ბიზნესსაქმიანობა. 2004 წლის ივნისიდან გახდა საქართველოს მთავრობის წევრი – ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ ეკონომიკური განვითარების მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის დარგში. 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსად.
[რედაქტირება] ქრონოლოგია
[რედაქტირება] განათლება და სამეცნიერო მოღვაწეობა
- 1977 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
- 1977 - ჩაირიცხა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
- 1981 - მუშაობა დაიწყო პუშჩინოში განლაგებულ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და მიკროორგანიზმების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად.
- 1985 - სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1990 წლამდე.
- 2002 - გახდა ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) პროფესორი
[რედაქტირება] ბიზნეს-საქმიანობა
- 1988 - შექმნა გაერთიანება „ბიოპროცესი“.
- 1991-დან - ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება „ნიპეკს“.
- 1992 - სათავეში ჩაუდგა „პრომტორგბანკის“ დირექტორთა საბჭოს.
- 1994 - 1998 - გემთმშენებელი გაერთიანება „ალმასის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
- 1996 – შექმნა „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“
- 1996 - 2000 - ხელმძღვანელობდა „ურალმაშის“ დირექტორთა საბჭოს.
- 2000 - დაინიშნა „ურალმაშის“ გენერალურ დირექტორად.
- 2004 – დაასრულა ბიზნესსაქმიანობა
[რედაქტირება] საჯარო სამსახური
- 2004, 2 ივნისი - 15 ივლისი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.
- 2004, 15 ივლისი - 17 დეკემბერი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
- 2004, 17 დეკემბერი - დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეფორმების კოორდინაციის საკითხებში.
- 2008, 1 თებერვალი – დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსად.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- http://www.government.gov.ge/mtavroba1201856710.php
- კახა ბენდუქიძის რეზიუმე პარლამენტის ვებგვერდზე
- ინტერვიუ და ბიოგრაფია (რუსული)
- BBC: 'Russian tycoon to reform Georgia' (რუსი ილიგარქი საქართველოს რეფორმებს გაატარებს)
- The Economist: 'A different sort of oligarch' (ეკონომისტი: სხვანაირი ოლიგარქი)
- How to Cut 909 Licenses to 159 (როგორ შევამციროთ 909 ლიცენზია 159-მდე)
- OMZ-ს ოფიციალური ვებსაიტი