ლეიბლი
ვიკიპედიიდან
ხმისჩამწერი ლეიბლი (ინგლ. Record label) ან უბრალოდ, ლეიბლი - არის ისეთი კომპანიის შექმნილი ბრენდი ან სავაჭრო ნიშანი, რომელიც აუდიო - და ვიდეოჩანაწერების (მუსიკალური ვიდეოები და კონცერტების ჩანაწერები) წარმოებით, გავრცელებით და პოპულარიზაციითაა დაკავაბული. ეს მასალა სხვადასხვა პოპულარულ ინფორმაციის მატარებელზეა მოთავსებული, რომელთა შორისაა ვინილის ფირფიტები, კომპაქტ-კასეტები, კომპაქტ-დისკები, მინი-დისკები, SACD, DVD და სხვა. სახელი "ლეიბლი" ინგლისური სიტყვა label-იდან მომდინარეობს, რაც ქართულად "ქაღალდის ეტიკეტს" ნიშნავს. ეტიკეტებს კი, თავის მხრივ, ვინილის ფირფიტების შუაში აკრავდნენ და ისინი ჩანაწერის შესახებ ზოგად ინფორმაციას შეიცავდნენ.