ლხინი
ვიკიპედიიდან
ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
ლხინ-ი (ლხინისა) 1. დაკვრა-სიმღერა და ცეკვა-თამაში, რომელშიც ბევრნი იღებენ მონაწილეობას. ტაში! ტაში! ლხინი არის, ვისაც უნდა, ითამაშოს! (შ. მღვიმ.). გაიმართა ლხინი, ტაშ-ფანდური (ა. ყაზბ.). || მხიარულება, დროს ტარება; წვეულება, ნადიმი, ქეიფი. ჭირი _ იქა, ლხინი _ აქა, ქატო _ იქა, ფქვილი _ აქა (ჩვეულებრივი დაბოლოება ძველი ქართული ხალხური ზღაპრებისა). ომი და ლხინი კახისა მოსაწონია კაცისა (ხალხ.). ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში _ სირბილითაო (ანდაზა). დათვმა ლხინი გადიხადა, მოიწვია მეზობლები (აკაკი). იმათ დარბაზით ისმოდა მუდამ ლხინის ხმა, ღრეობა (ვაეა). გაჩაღდა მამაპაპური სმა და ლხინი (ნ. ლომ.). მამითადი ჰყავს თინიას, დღეს არის ამის ლხინია (რ. ერისთ.). ჭირადაც ეყოფა და ლხინადაც იხ. ეყოფა1. ჭირსა და ლხინს გაუყოფს იხ. გაუყოფს1. 2. რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი. ცეკვა-ლხინი. ლხინგადახდილ-ი (ლხინგადახდილისა) ვინც ლხინი გადაიხადა. ლხინგადახდილი ნოინი ტახტზე ზის დაფიქრებული (აკაკი). ლხინება (ლხინებისა) სახელი ალხინებს ზმნის მოქმედებისა, _ იხ. ლხენა. ვეშაპის მუცლით იონას ხვდა მესამეს დღეს ლხინება (დ. გურამ.). ლხინობ-ს (იყენ. ილხინა, ულხენია) გრდუვ. სტატ. ლხინი აქვს, ლხინს ეძლევა, ილხენს; მხიარულობს; ნადიმობს, ქეიფობს. თუ მასპინძელი არ ლხინობს, სტუმარსაც მოეწყინება (ხალხ.). ბატონები ლხინობდნენ, ხოლო ყმები კვნესოდნენ და ტიროდნენ (ე. ნინოშ.). ლხინობა (ლხინობისა) ლხინი, ლხინის ვითარება. კარგია ახალ წელთან პირნათლად შეხვედრა, მაშინ ლხინს მართლაც ლხინობა ეთქმის («სახალხო განათლ.»). ლხინ-ქეიფ-ი (ლხინ-ქეიფისა) ლხინი და ქეიფი. ლხინ-ქორწილ-ი (ლხინ-ქორწილისა) ლხინი და ქორწილი. ნადირთა და ფრინველთ ჰქონდათ გაზიდულობა და ლხინ-ქორწილი (თ. რაზიკ.).