მამუკა თავაქალაშვილი
ვიკიპედიიდან
მამუკა თავაქალაშვილი (თავაქარაშვილი), XVII საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარ-მინიატიურისტი. მდივნად იყო იმერეთის მეფის კარზე. 1634 ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, სადაც ლევან II დადიანის კარზე ეწეოდა ლიტრერატურულ და კალიგრაფიულ მუშაობას. 1647 წელს გადაწერა "შაჰნამეს" გაგრძელების ე. წ. "უთრუთიანსაამიანი" ქართული პროზაული ვერსია (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-921, S-1594); გალექსა "ზააქიანი", რისთვისაც გამოიყენა "შაჰნამეს" ქართული პროზაული თარგმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 გადაწერილი ვეფხისტყაოსანი (ხელნაწერთა ინსტიტუტი H-599), რომელიც 39 მინიატიურითაა შემკული. მინიატიურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. თავაქალაშვილი საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
- ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940;
- ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- კობიძე დ., სპარსული ლიტერატურა, ნაწ. 2, თბ., 1947;
- ყუბანეიშვილი ს., ლიტერატურული და ხალხური ზააქიანი, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1953, თ. 14, № 6;
- შერვაშიძე ლ., „ვეფხისტყაოსნის“ 1646 წლის ხელნაწერის მინიატურების ავტორობის შესახებ, იქვე, 1955, ტ. 16, № 6;
- ქსე, ტ. 4, გვ. 562, თბ., 1979