მოდერნიზმი
ვიკიპედიიდან
მოდერნიზმი (ლათ.: modernus «თანამედროვე, ბოლოდროინდელი») კულტურული მიმდინარეობაა, ძირითადად მოიცავს პროგრესულ ხელოვნებასა და არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურასა და დიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, ციდლობდა რა აჰყოლოდა სახეშეცვლილი თანამედროვე მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.
ნაწილი კულტუროლოგებისა მე-20 საუკუნეს ჰყოფენ მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ პერიოდებად, მაშინ როცა სხვები იხილავენ მათ, როგორც ერთი უფრო ხანგრძლივი პერიოდის ორ ნაწილს. ამ სტატიაში განხილულია მოძრაობა, რომელიც განვითარდა გვიანდელ მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეებში, და ის არ მოიცავს პოსტმოდერნიზმს.
[რედაქტირება] ისტორია
მოდერნისტული მოძრაობა ჩაისახა მე-19 საუკუნის შუა წლებში საფრანგეთში, და მისი ფუძემდებელი იდეა იყო ხელოვნების, ლიტერატურის, სოციალური ორგანიზაციისა და ყოველდღიური ცხოვრების ტრადიციული ფორმების მოძველება, რაც მნიშვნელოვანს ხდიდა მათი უკუგდებასა და კულტურის მუდამ ახალი ფორმების ძიებას. მოდერნიზმი წამახალისებელი იყო არსებობის ყველა ფორმის, კომერციიდან ფილოსოფიამდე გადახედვი, იმ მიზნით, რომ მოძებნილიყო პროგრესის ხელის შემშლელი გარემოება, მისი ახლით, შესაბამისად უკეთესი გზით შეცვლით. მოდერნის მთავარი არგუმენტით მე-20 საუკუნის რეალიები პერმანენტული და გარდუვალი იყო, და შესაბამისად ხალხს მათი სამყაროს ადაპტირება უნდა მოეხდინა, იმ იდეის გათავისებით, რომ ის რაც ახალია ასევე კარგია და ლამაზი.
[რედაქტირება] მოდერნიზმის პრეკურსორები
მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი ევროპისთვის აღინიშნა ტურბულენტური ომებისა და რევოლუციების სერიით, რომელმაც თანდათან დასაბამი მისცა ახალი იდეებისა და დოქტრინების ტალღას, ე.წ. რომანტიზმს. ეს იდეები ფოკუსს ახდენენ ინდივიდის სუბიექტურ გამოცდილებაზე, ბუნების უზენაესობაზე როგორც ხელოვნების სტანდარტულ სუბიექტზე, გამოხატვის რევოლუციურ ან რადიკალურ მიმართულებებზე, და ინდივიდუალურ თავისუფლებაზე. საკუნის შუა წლებში ამგვარი რადიკალიზმი შესამჩნევად განლედა და ჩნდება ამ იდეათა სტაბილურ მმართველობის ფომრებთან სინთეზი, ნაწილობრივ 1848 წლის ჩაშლილი რომანტიკული რევოლუციების გამო. ეს მასტაბილიზებელი სინთეზი გახდა საფუძველი იდეისა, რომ ის რაც "რეალურია" დომინირებს იმაზე რაც სუბიექტურია. ეს იდეები განზოგადებას ჰპოულობს ოტო ფონ ბისმარკის "რეალპოლიტიკ"-ში, "პრაქტიკული" ფილოსოფიული იდეებით, როგორიცაა პოზიტივიზმი და საერთო კულტურული ნორმებით, რომელსაც ამჟამად "ვიქტორიანულ ერად" მოიხსენიებენ.