მსოფლიო სავაჭრო ცენტრი
ვიკიპედიიდან
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი World Trade Center |
|
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1973-დან 2001-მდე.* |
|
წინამორბედი | ემპაია სტეიტ ბილდინგი |
შემდეგი | სირს ტაუერი |
ინფორმაცია | |
---|---|
მისამართი | ნიუ-იორკი |
სტატუსი | დაინგრა |
აშენდა | 1966-1973 |
დაინგრა | 11/09/2001 |
ტექნიკური დეტალები | |
სართული | 417 მ / 110 სართ. |
კომპანიები | |
არქიტექტორი | მინორუ იამასაკი |
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე; იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის. |
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ქ. ნიუ-იორკში აშენდა იაპონელი არქიტექტორის მინორუ იამასაკის პროექტით. გაიხსნა 1973 წლის 4 აპრილს; განადგურდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შედეგად. ცენტრის კომპლექსი შედგებოდა 7 შენობისგან, რომელთა შორის არქიტექტურულად დომინირებდა ორი ტყუპი-კოშკი, თითოეული მათგანი 110 სართულით (ჩრდ. 417, სამხ. 415 მ). მათ აგებამდე მსოფლიოში უმაღლესი შენობა იყო ემპაია სტეიტ ბილდინგი, ხოლო მათი განადგურების შემდეგ ეს უკანასკნელი ისევ გახდა უმაღლესი შენობა ქალაქ ნიუ-იორკში. ტერაქტის შედეგად ორივე შენობა მთლიანად ჩამოინგრა, კომპლექსის კიდევ ერთი შენობა (სასტუმრო მარიოტი) მათ ნანგრევებში მოჰყვა. დანარჩენი ოთხი შენობის კარკასი გადარჩა, თუმცა მოგვიანებით ისინი ექსპლოატაციისთვის გამოუსადეგად სცნეს და დაანგრიეს. ამ ადგილას ამჟამად მშენებლობის პროცესშია ფრიდომ ტაუერი, რომელიც გეგმით 2011 წელს უნდა დასრულდეს.