ობიექტივი (გადაცემა)
ვიკიპედიიდან
ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
ობიექტივი — არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მომზადებული არაკომერციული სატელევიზიო პროექტი.
2006 წლის ზაფხულში „ტელეარხი 25“-ის ეთერში გადიოდიოდა ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების მიერ მომზადებული გადაცემა. პროექტს „კანადის საერთაშორისო განვითარების ფონდი“ აფინანსებდა. კონკურსის წესით შერჩეულმა ოცმა სტუდენტმა მოამზადა თერთმეტი გადაცემა (ორ კვირაში ერთხელ). სტუდენტებს გადაცემაზე მუშაობის დროს უწევდათ როგორც ჟურნალისტის, ასევე ტელეოპერატორის, მემონტაჟის, წამყვანისა და პროდიუსერის ფუნქციების შესრულება. გადაცემის თემატიკა მრავალფეროვანი იყო. სიუჟეტების გარდა, გადაცემაში გადიოდა ინტერვიუები სხვადასხვა ცნობილ ადმიანებთან (მომღერლები, სპორტსმენები...) გადაცემაზე მუშაობის პერიოდში მოწვეულები იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები, რომლებმაც ტრენინგები ჩაუტარეს სტუდენტებს.