პრავდა
ვიკიპედიიდან
პრავდა (რუს.: Правда, "სიმართლე") — საბჭოთა კავშირის წამყვანი გაზეთი და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ორგანო 1912-91 წლებში. გაზეთის გამოცემა დაიწყო 1912 წელს ვენაში, ავსტრია, და მოსკოვში მხოლოდ 1918 წელს გამოჩნდა. გაზეთი დაიხურა 1991 წელს პრეზიდენტ ელცინის განკარგულებით, თუმცა იგივე დასახელების გაზეთი დღემდე გამოდის რუსეთში, ხოლო Pravda.ru ვებგვერდი დაარსებული გაზეთ პრავდას ყოფილი თანამშრომლების მიერ ამჟამად ტაბლოიდის სტილის რუსული საინფორმაცია წყაროა. ყოფილი პრავდა დასავლეთში ყველაზე განთქმული მისი ცივი ომისდროინდელი განცხადებებით გახდა.