პროლეტარიატი
ვიკიპედიიდან
პროლეტარიატი (ლათ. proles, შთამომავლობა) – საზოგადოების დაბალი სოციალური ფენის აღმნიშვნელი ტერმინი; პროლეტარიატის წევრი არის პროლეტარი.
ძველ რომში პროლეტარი იყო ადამინი მატერიალური ქონების გარეშე (რომელსაც შთამომავლობის გარდა არაფერი გააჩნდა). ევროპაში სიტყვა ხმარებაში შემოვიდა ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში. პოზიტიური მნიშვნელობით ტერმინი პროლეტარიატი გამოიყენა კარლ მარქსმა მუშათა კლასის აღსანიშნად.