ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
საბჭოთა ანექსიის არ ცნობის დოქტრინა - ვიკიპედია

საბჭოთა ანექსიის არ ცნობის დოქტრინა

ვიკიპედიიდან

აქ წარმოდგენილია დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ საბჭოთა კვშირის მიერ ბალტიის რესპუბლიკების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიმართ საბჭოთა ანექსიის არ ცნობის დოქტრინა ანუ Non-recognition of the Soviet Annexation და ამ ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანათა განსხვავება.

სექციების სია

[რედაქტირება] საბჭოთა კავშირი გაეროში

საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკები არც საკუთრივ შიგნიდან მინიჭებული საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსით და არც საგარეო, ანუ საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსისით არ იყვნენ თანასწორები (თუმცა საბჭოთა კონსტიტუციით ეს დეკლარირებული იყო).

კერძოდ, საერთაშორისო სტატუსის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიას - თვით საბჭოთა კავშირის მიერ მინიჭებული ჰქონდათ ძალზე არსებითი უპირატესობები.

როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს საბჭოთა კავშირმა - რათა მისი წარმომადგენლობის მაქსიმიზება მოეხდინა - საერთაშორისო საზოგადოება აიძულა დამაფუძნებელი წევრების სახით მიეღოთ და გაეროს შექმნის ქარტიის ხელმომწერებად დაეშვათ: რუსეთის ფერდერაციული რესპუბლიკა, ბელორუსია და უკრაინა.

1958 წლიდან ნიუ იორკში დაარსდა ბელორუსიის მუდმივი წარმომადგენლობა.

უკრაინა საბჭოთა პერიოდში ორჯერ იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი (1948-1949, 1984-1985). აქედან გამომდინარე, მაგალითად, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის უზენაესი საბჭოს (რადა) მიერ დამოუკიდებლობის დეკლარირება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ნონსენსი იყო, - ისევე როგორც ნონსენსი იყო უკრაინის „ცნობა“ მსოფლიოს ქვეყნების მიერ 1991 წლის განმავლობაში (გამოდიოდა, რომ გაეროს წევრი იყო არადამოუკიდებელი, დამოკიდებული, ოკუპირებული ქვეყანა და ასეთის არალეგიტიმური მთავრობა იყო წარმოდგენილი გაეროში).

ამდენად გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ - გაერთიანებული ორგანიზაციის წევრი იყო არა საბჭოთა კავშირი - არამედ საბჭოთა კავშირის სამი რესპუბლიკა. გარკვეული თვალსაზრისით შეიქმნა საერთაშორისო პოლიტიკური პარადოქსი - საბჭოთა კავშირის შემადგენელი სამი რესპუბლიკა გაეროს წევრი იყო - თვით სახელმწიფო საბჭოთა კავშირი კი - არა. ამავე დროს ეს საერთაშორისო დონეზე საბჭოთა კავშირის დანარჩენ რესპუბლიკებს და მათს შორის საქართველოსაც დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებდა - საქართველოს უფლებებს ვითომ, ფორმალურად წარმოადგენდა - ართ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა - რუსეთის ფედერაცია.

სხვა კუთხით - 1945 წლიდან საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკრაინა და ბელორუსია დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგებდნენ! აგრეთვე - გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთი იყო არა საბჭოთა კავშირი, არამედ რუსეთის ფედერაცია!

[რედაქტირება] ბალტიის რესპუბლიკების სპეციფიური საერთაშორისო სტატუსი

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ოკუპირება და ანექსია, 1940 წლის 23 ივლისს აშშ ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც: „ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობით“. ამავე დროს აშშ-მ განსაზღვრა, რომ იგი შეინარჩუნებს ამ ქვეყნების დამოუკიდებელ საელჩოებს აშშ-ში შემდგომი 50 წლის განმავლობაში (ანუ 1990 წლის ჩათვლით).

  • სინქრონოლოგია: ლატვიამ და ლიტვამ გამოაცხადეს დამოუკიდებლობდა და სსრკ-დან გასვლა ზუსტად 1990 წელს

1959 წელს აშშ კონგრესმა 14 ივნისი გამოაცხადა „ბალტიის დამოუკიდებლობის დღედ“. 1975 წელს აშშ კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითად ევროპის სახელმწიფოების საზღვრების უცვლელობის პრინციპი არ ვრცელდებოდა იმ ქვეყნებზე, რომელთავ ეხევოდათ „არ ცნობის“ დოქტრინა.

დამიუკიდებელი ბალტიის რესპუბუბლიკებს ოკუპაციის პერიოდში მხარს უჭერდნენ აგრეთვე სხვა ქვეყნებიც, მაგალითად - ესტონეთის მთავრობა ემიგრაციაში ჩამოყალიბდა შვედეთში 1953 წელს. ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენისა და ესტონეთის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, 1992 წლის 8 ოქტომბერს ესტონეთის მთავრობამ ემიგრაციაში, ემიგრანტული პრეზიდენტის ჰეინრიხ მარკის სახით ძალაუფლება გადასცა ახალარჩეულ ლენარტ მერის.

[რედაქტირება] საქართველოს სპეციფიური საერთაშორისო სტატუსი

აქ უნდა აღიწეროს ემიგრაციაში საქართველოს მთავრობის (ნ.ჟორდანიას) ოფიციალური სტატუსის შეცვლა - რომელიც ჯერ „ერთა ლიგის“ მიერ ემიგრაციაში ლეგიტიმურ ხელისუფლებად იყო აღიარებული, მაგრამ 1937 წელს საბჭოთა კავშირთან გარკვეული გარიგებისა და გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეობის ძიების გავლენით - გააუქმეს.

[რედაქტირება] ბალტიის რესპუბლიკების ანექსიის უსამართლობის ცნობა სსრკ მიერ

1989 წლის 2 დეკემბერს კუნძულ მალტასთან მოხდა სსრკ პრეზიდენტის მ.გორბაჩოვისა და აშშ პრეზიდენტის ჯ.ბუშს. ამ შეხვედრაზე გადაწყდა „ცივი ომის“ დასრულება და ამ ომისაგან გამომდინარე წინააღმდეგობებისა დარეგულირება (მათ შორის იგულისხმებოდა აგრეთვე ბალტიის რესპუბლიკების სსრკ მიერ ოკუპაცია და ანექსიაც).

  • სინქრონოლოგია: მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ 1989 წლის 24 დეკემბერს ბალტიის რეპუბლიკების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია და ანქსია საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წელს უკანონოდ ცნო და განაცხადა, რომ ეს საბჭოთა ხალხის სურვილისა და ნების წინააღმდეგ და მეტიც - საბჭოთა კანონების დარღვევით მოხდა. ამით არსებითად საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ ბალტიის რესპუბლიკების გასვლას საბჭოთა კავშირიდან ლეგიტიმური საფუძველი მისცა და წააქეზა.

[რედაქტირება] დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირება სსრკ რესპუბლიკების მიერ და სსრკ მიერ მათი ცნობა

საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის დეკლარირების ქრონოლოგია

  • ლიტვა - 1990 წლის 11 მარტი
  • ლატვია - 1990 წლის 4 მაისი
  • მოლდავეთი - 1990 წლის 2 სექტემბერი
  • საქართველო - 1991 წლის 9 აპრილი
    • სინქრონოლოგია: 1991 წლის 19-21 აგვისტოს მოსკოვში მოხდა „გკჩპ“ - რომელსაც მოჰყვა „სუვერენიტეტების აღლუმი“
  • ესტონეთი - 1991 წლის 20 აგვისტო
  • უკრაინა - 1991 წლის 24 აგვისტო (გაეროს წევრი)
  • რუსეთი - 24 1991 24 აგვისტო (გაეროს წევრი)
  • ბელორუსია - 1991 წლის 25 აგვისტო (გაეროს წევრი)
  • უზბეკეთი - 1991 წლის 31 აგვისტო
    • სინქრონოლოგია: ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობის ცნობა სსრკ მიერ 6 სექტ. 1991.
  • ტაჯიკეთი - 1991 წლის 9 სექტემბერი
  • აზერბაიჯანი - 1991 წლის 18 ოქტომბერი
  • სომხეთი - 1991 წლის 23 სექტემბერი (რეფერენდუმი)
  • თურქმენეთი - 1991 წლის 27 ოქტომბერი
    • სინქრონოლოგია: 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის პრეზიდენტები აუქმებენ სსრკ-ს.
  • ყირგიზეთი - 1991 წლის 12 დეკემბერი
  • ყაზახეთი - 1991 წლის 12 დეკემბერი

საბჭოთა კავშირის მთავრობამ ცნო ბალტიის რესპუბლიკების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობა 1991 წლის 6 სექტემბერს - თუმცა ამ დროისათვის დამოუკიდებლობა უკვე ჰქონდათ გამოცხადებული სომხეთს, მოლდავეთს, საქართველოს, უკრაინას, ბელორუსიასა და უზბეკეთს. პასუხი კითხვაზე: რატომ მაინც და მაინც ბალტიის რესპუბლიკები აღმოჩნდნენ ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ისტორიკოსებმა და პოლიტოლოგებმა უნდა გასცენ...

  • სინქრონოლოგია: საქართველოში 1991 წლის 2 სექტემბერს დაიწყო მცოცავი პუტჩი.

[რედაქტირება] ბალტიის რესპუბლიკების გარდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გაერთიანება დსთ-ში

1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის - შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)“ შექმნის ხელშეკრულებას.

1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმა-ათაში „დსთ“-ს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურები გარდა ბალტიის ქვეყნებისა როდესაც მათ ხელი მოაწერეს დსთ-ში გაწევრიანებას.

  • სინქრონოლოგია: საქართველომ დსთ-ს წევრობაზე უარი განაცხადა - 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში დაიწყო პუტჩი.

მას შემდეგ, რაც 1991-1992 წლების პუტჩით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება საქართველოც აფხაზეთის ომის დროს ე.შევარდნაძის სოხუმში ალყიდან განთავისუფლების საფასურად საქართველო აიძულეს შესულიყო დსთ-ში ამით დასრულდა საბჭოთა კავშირის რეორგანიზება.

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com