სალმან რაშდი
ვიკიპედიიდან
აჰმედ სალმან რაშდი (Sir Ahmed Salman Rushdie; დევანაგარი:: अहमद सलमान रश्दी ნასტ.:سلمان رشدی; დ. 19 ივნისი, 1947) — ბრიტანელი ინდოელი მწერალი, ესეისტი. პირველი წარმატება მისმა მეორე რომანმა "შუაღამის შვილები" (1981) მოუტანა, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. მისი ადრეული თხზულებების უმრავლესობა ინდოეთის ქვეკონტინენტზეა დაფუძნებული. მის სტილს ხშირად მაგიურ რეალიზმს მიაწერენ, თუმცა ამასთან მისი ნამუშევრების მთავარი თემა ხანგრძლივი, მდიდარი და ხშირად წინააღმდეგობრივი ისტორიაა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების, მათი რღვევისა და მიგრაციების შესახებ.
მისი მეოთხე რომანი "სატანისტური რითმები" (1988) მრავალი ქვეყნის მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუხოლა ჰომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო მომდევნო რამდენიმე წელი მას მალვაში ცხოვრება მოუწია და მხოლოდ შიგადაშიგ ჩნდებოდა საზოგადოებაში. 2007 წლიდან ის ემორის უნივერსიტეტშია მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე.