სამტრედია
ვიკიპედიიდან
სამტრედია მე-19 საუკუნეში ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო ცენტრი გახდა ამიერკავკასიაში. შემდგომში სამტრედია გადაიქცა ქალაქად. მოსახლეობა, 1988 წლის მონაცემებით, აღემატება 45 000 ათასს. სამტრედიიდან 10 კილომეტრში მდებარეობს კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტი. ადრე სამტრედიაში რამდენიმე ფაბრიკა იყო : შოკოლადის, ჩაის გადამამუშავებელი და ხის გადამამუშავებელი ფაბრიკები. ეს უკანასკნელი იყო უდიდესი ფაბრიკა სამტრედიაში. მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა ფაბრიკაში აღემამატებოდა 1600-ს. ამას გარდა სამტრედიაში კარგად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობაც. სოფლის მეურნეობას ახლაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღნიშნულ ტერიტორიაზე.