ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
სამუელ ბეკეტი - ვიკიპედია

სამუელ ბეკეტი

ვიკიპედიიდან

სამუელ ბეკეტი

დაიბადა: 13 იანვარი, 1906
დუბლინი, ირლანდია
გარდ.: 22 დეკემბერი, 1989
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა: მწერალი, პოეტი, დრამატურგი
ეროვნება: ირლანდიელი,
ჟანრი: პოეზია, ნოველა, ესსე, რომანი, თეატრი
მიმდინარეობა: აბსურდის დრამა
Magnum opus: გოდოს მოლოდინში
გავლენა იქონიეს: ჯეიმს ჯოისი, დანტე, რასინი, პრუსტი, შოპენჰაუერი
გავლენა მოახდინა: ეჟენ იონესკო, ჯონ ბანვილი, ჰაროლდ პინტერი

სამუელ ბეკეტი (Samuel Beckett, 13 იანვარი, 1906, ფოქსროკი, დუბლინთან ახლოს - 22 დეკემბერი, 1989, პარიზი) ირლანდიელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. წერდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

პროზაული და პოეტური ნაშრომების მიუხედავად ბეკეტის სახელი, უპირველეს ყოვლისა, მაინც აბსურდის დრამასთანაა დაკავშირებული. მის სავიზიტო ბარათად ქცეულია 1952 წელს დაწერილი პიესა გოდოს მოლოდინში. ბეკეტის მკაცრი, მინიმალისტური შემოქმედება ძირითადად ადამიანური არსებობის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულებითაა ცნობილი. თუმცა ეს პესიმიზმი მის პიესებში ყოველთვის იუმორს უკავშირდება და საბოლოოდ განქიქების სახეს იღებს. 1969 წელს სამუელ ბეკეტი ნობელის პრემიას იღებს ლიტერატურაში.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სამუელ ბეკეტი დაიბადა 1906 წლის 13 აპრილს, დუბლინის მდიდარ გარეუბანში, ფოქსროკში მდებარე დიდ სახლში, რომელიც მამამისმა, უილიამ ბეკეტმა 1903 წელს ააშენებინა. სამუელი ჯერ დუბლინის ცენტრში მდებარე Earlsford House School-ში სწავლობს, შემდეგ კი შედის ენისკილენის Portora Royal School-ში, ლიცეუმში, რომელშიც ადრე ოსკარ უაილდი დადიოდა.

1923 - 1927 წლებში ბეკეტი ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს სწავლობს დუბლინის Trinity College-ში. ხელოვნების ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ ჯერ ბელფასტის კამპბელ კოლეჯში ასწავლის, შემდეგ კი პარიზის პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის ლექტორი ხდება. სწორედ აქ გაიცნობს იგი ჯეიმს ჯოისს. ამ შეხვედრამ ბეკეტზე დიდი გავლენა მოახდინა, იგი ჯოისს ეხმარებოდა კვლევით საქმიანობაში.

1929 წელს ბეკეტი აქვეყნებს თავის პირველ ნაწარმოებს, კრიტიკულ ესსეს, დანტე... ბრუნო. ვიკო.... ჯოისი, რომელშიც იცავს ჯოისის წერის სტილს. ორ მწერალს შორის ურთიერთობა გაფუჭდება მას შემდეგ, რაც სამუელი უარს ეტყვის ჯოისის ქალიშვილის, ლუსიას სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამავე პერიოდში ქვეყნდება ბეკეტის პირველი ნოველა Assumption. შემდეგ წელს კი პოემა Whoroscope გამოდის. ეს უკანასკნელი დეკარტის ბიოგრაფიითაა შთაგონებული.

1930 წელს ბეკეტი ტრინიტი კოლეჯში ლექტორად ბრუნდება. მას მალე ბეზრდება საუნივერსიტეტო ცხოვრება და თავის იმედგაცრუებას ორიგნალური ფორმით გამოხატავს: უნივერსიტეტში კითხულობს თავის სტატიას, რომელშიც აკრიტიკებს დუბლინის Modern Language Society-ს და დასცინის ლიტერატურულ პედანტიზმს. 1934 წელს Dublin Magazine-ში ქვეყნდება მისი ლექსი გნომი, რაც ბეკეტის შემოქმედებაში გარდატეხას მოასწავებს.

ამის შემდეგ ბეკეტი რამდენჯერმე მოგზაურობს გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე კი სახლდება პარიზში. თავისი პირველი რომანის, მარფის დაბეჭდვაზე ავტორი 36-ჯერ მიიღებს უარს გამომცემლებისგან, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოები მაინც იხილავს დღის სინათლეს.

ომის დაწყებისას იგი ირლანდიაში იმყოფება, მაგრამ საფრანგეთში გადავა, რადგან, მისივე თქმით, ომში მყოფი საფრანგეთი ურჩევნია მშვიდობიან ირლანდიას. იგი აქტიურად მონაწილეობს ნაცისტების წინააღმდეგ მოძრაობაში. მოძრაობის აღმოჩენის შემდეგ ძლივს გადაურჩება გერმანულ პოლიციას და თავს შეაფარებს ჯერ მწერალ ნატალი საროტთან, შემდეგ კი სამხრეთ საფრანგეთში.

1960იანი წლები ბეკეტის როგორც პირად, ასევე მწერლის ცხოვრებაში დიდი ცვლილებების პერიოდია. 1961 წელს ცოლს ირთავს და ინგლისში მოკრძალებულ საქორწილო ცერემონიალს მართავს. მისი პიესები უკვე საქვეყნოდაა ცნობილი, ამის გამო ავტორს ბევრი მოგზაურობა უხდება მთელს მსოფლიოში, ესწრება თავისი პიესების წარმოდგენებს. 1956 წელს BBC სთავაზობს რადიოფონული პიესის გაშვებას, ასე შეიქმნება All That Fall (ყველაფერი, რაც ვარდება). დროდადრო იგი წერს ხოლმე რადიოსთვის, კინოსთვის და ტელევიზიისთვის. ამ დროს იგი ისევ იწყებს ინგლისურად წერას, თუმცა ფრანგულადაც განაგრძობს.

1969 წელს ბეკეტი ნობელის პრემიას ირებს ლიტერატურაში. თავად მწერალი ამ ფაქტს აღიქვამს, როგორც "კატასტროფას"[1]. რადგან ეს ფაქტი აძლიერებს მისი შემოქმედებისადმი უნივერსიტეტის ყურადღებას, იწყება მისი ნაწარმოებების საუნივერსიტეტო კვლევები, მიიჩნევენ მას როგორც "მეტრს" - იწყება ყოველივე ის, რასაც ბეკეტი მთელი ცხოვრება გმობდა. ბეკეტი თავად უარს ამბობს პრემიის მიღებაზე, თუმცა მის მაგივრად ამას მისივე გამომცემელი, ჟერომ ლენდონი გააკეთებს.

1989 წლის 17 ივლისს გარდაიცვლება ბეკეტის მეუღლე. თავად მწერალი ამ დროს პარკინსონიზმითაა დაავადებული და მოხუცთა თავშესაფარში მიდის, სადაც გარდაიცვლება კიდეც იმავე წლის 22 დეკემბერს. ცოლ-ქმარი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში. ბეკეტის საფლავი მასიური გლუვი გრანიტის ქვითაა გაწყობილი, რომლის წინ განმარტოებული ხე დგას: ეს არის დეკორაცია მისი ყველაზე ცნობილი პიესიდან, გოდოს მოლოდინში.

[რედაქტირება] შემოქმედების ანალიზი

მაიკლ გაბონი ჰამის როში, პარტიის დასასრული
მაიკლ გაბონი ჰამის როში, პარტიის დასასრული
ვლადიმირი, პოცო, ესტრაგონი - სცენა სპექტაკლიდან გოდოს მოლოდინში
ვლადიმირი, პოცო, ესტრაგონი - სცენა სპექტაკლიდან გოდოს მოლოდინში

ბეკეტის მთელ შემოქმედებას თან სდევს ადამიანური არსებობის უაზრობის განცდა. ადამიანი დაბადებიდანვე აბსურდითვისაა განწირული და ეს ქმნის ტრაგიზმს: "თქვენ მიწაზე ხართ და ამას აღარაფერი ეშველება" - ამბობს პარტიის დასასრულის პროტაგონისტი, ჰამი.

ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებისა და ადამიანური არსებობის ტრაგიზმი მთელი რადიკალურობით წარმოდგება გოდოს მოლოდინში. სცენაზეა ორი მაწანწალა - ვლადიმირი და ესტრაგონი, რომლებიც ერთი ხის ქვეშ , უკაცრიელ ადგილას, თავადაც არ იციან რატომ, ელოდებიან მისტიური პერსონაჟის, ვინმე გოდოს გამოჩენას, რომელიც არც არასოდეს უნახავთ და არც იციან მოვა თუ არა საერთოდ. ეპოქა, ადგილი, ვინაობა პიესაში საერთოდ არ არსებობს, ინტრიგა მხოლოდ მოლოდინია. პერსონაჟებს სიტუაციაზე ზემოქმედება არ შეუძლიათ, ამიტომ მათ მოლოდინს დასასრული არა აქვს. ასე რომ, მოლოდინის მდგომარეობა საყოველთაო აბსურდულობას გადმოსცემს.

მაგრამ ცხოვრების ბოლომდე გავლა მაინც საჭიროა, რადგან, როგორც ჰამი ამბობს პიესის ბოლოს, "უნდა გაგრძელდეს, ყველაფერი უნდა გაგრძელდეს". აზრი იმაშია, რომ ეძებო, ეძებო ყველაფრის მიუხედავად.

ბეკეტის პიესების უმრავლესობაში მეტყველებას დაკარგული აქვს საკომუნიკაციო მნიშვნელობა. აქ მთავარია კონტაქტის შენარჩუნება, თუნდაც უაზრო, მაგრამ ფრაზის დამთავრება. პერსონაჟთა უამრავი რეპლიკა არანაირ ინფორმაციას არ იძლევა, არც დიალოგს ავითარებს. ამით იქმნება ტრაგიზმით სავსე კომიკური სიტუაცია.

მეტყველება ერთდროულად ფუჭია, რადგან აზრს არ ატარებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელობის ილუზიას ქმნის.

[რედაქტირება] ნაწარმოებები

სამუელ ბეკეტის ფრანგულენოვანი გამოცემები ეკუთვნის გამომცემლობა Éditions de Minuit-ს, ხოლო ინგლისურენოვანი გამოცემები - Faber and Faber-ს (პიესები) და John Calder Publishers-ს (რომანები).

[რედაქტირება] ფრანგულ ენაზე

  • 1951 : მოლუა (რომანი)(1947)
  • 1951 : მალონი კვდება (რომანი)(1948)
  • 1952 : გოდოს მოლოდინში (ორმოქმედებიანი პიესა)
  • 1953 : გამოუთქმელი (რომანი)(1949)
  • 1955 : ნოველები და ტექსტები არაფერზე (1944)
  • 1957 : პარტიის დასასრული (ერთმოქმედებიანი პიესა)
  • 1961 : ეს როგორ (რომანი)(1950)
  • 1963 : მშვენიერი დღეები (ორმოქმედებიანი პიესა)
  • 1966 : Bing (1966)
  • 1967 : მკვდარი თავები (მოკლე ჩანაწერები)
  • 1970 : პირველი სიყვარული (ნოველა)(1946)
  • 1970 : მერსიე და კამიე (რომანი)(1946)
  • 1970 : გამპარტახებელი(მოთხრობა)(1965-70)
  • 1976 : დასასრულისთვის და სხვა მარცხები
  • 1978 : პა და და ოთხი ესკიზი (პიესა)
  • 1979 : ლექსები
  • 1980 : კომპანია
  • 1981 : ცუდად დანახული, ცუდად ნათქვამი
  • 1982 : კატასტროფა

[რედაქტირება] ინგლისურ ენაზე

  • 1930 : Whoroscope (პოემა)
  • 1934 : More Pricks than Kicks (ზღაპრების კრებული)
  • 1935 : Echo's Bones and Other Precipitates (ლექსები)
  • 1938 : Murphy (რომანი)
  • 1953 : Watt (რომანი)
  • 1957 : ყველაფერი რაც ცვივა
  • 1957 : მიტოვებული სამუშაოდან
  • 1958 : Krapp's Last Tape (პიესა)
  • 1959 : Embers
  • 1961 : მშვენიერი დღეები (პიესა)
  • 1962 : სიტყვები და მუსიკა
  • 1963 : პიესა (პიესა)
  • 1967 : ე ჯო (სატელევიზიო პიესა)
  • 1969 : სუნთქვა (პიესა)
  • 1973 : მე არა (პიესა)
  • 1976 : ამჯერად (პიესა)
  • 1976 : Footfalls (პიესა)
  • 1976 : ტრიო მოჩვენება (სატელევიზიო პიესა)
  • 1977 : ...მაგრამ ღრუბლები... (სატელევიზიო პიესა)
  • 1982 : მონოლოგის ნაწილი (პიესა)
  • 1981 : Ohio Impromptu
  • 1981 : იავნანა (პიესა)
  • 1983 : Worstward Ho
  • 1984 : Quad (პიესა)
  • 1984 : Nacht und Traüme (პიესა)
  • 1984 : რა სად (პიესა)

[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია

  • Bruno Clément, L'œuvre sans qualité. Rhétorique de Samuel Beckett, Seuil, 1994.
  • Didier Anzieu : "Samuel Beckett" Ed.: Folio-Gallimard, 1999, ISBN 2070407764
  • Charles Juliet. Rencontre avec Samuel Beckett, P.O.L.
  • Nathalie Léger. Les Vies silencieuses de Samuel Beckett. Allia, 2006.
  • Gérard Piacentini. Samuel Beckett mis à nu par ses auteurs, même. Nizet, 2006.
  • Anne Atik. Comment c'était. Seuil, Points, 2006.
  • James Knowlson. Samuel Beckett, Actes Sud, 1999.
  • Deirdre Bair. Samuel Beckett, Fayard, 1990.
  • Anthony Cronin, Samuel Beckett : The Last Modernist, New York, Da Capo Press, 1997.
  • Christopher Ricks, Beckett's Dying Words, Oxford University Press, 1995.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Knowlson, James, Damned to Fame: The Life of Samuel Beckett, New York, Grove Press, 1996, p.505 .

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com