საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი
ვიკიპედიიდან
საქალაქთაშორისო ბაზრობების თასი (ინგლ. Inter-Cities Fairs Cup) — ევროპული საფეხბურთო შეჯიბრი 1955-71 წლებში. შეჯიბრის იდეა შვეიცარელ ერნსტ თომენს, იტალიელ ოტორინო ბარასის და ინგლისელ სტენლი როუზს გაუჩნდათ. სამივე მათგანი მოგვიანებით ფიფას მაღალი რანგის წარმომადგენელი გახდა. როგორც სახელწოდება მიუთითებს, შეჯიბრი საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა-გაყიდვების წასახალისებლად შეიქმნა. ამხანაგური შეჯიბრებები რეგულარულად ტარდებოდა იმ ქალაქის გუნდებს შორის, სადაც ამგვარი ბაზრობები მიმდინარეობდა და სწორედ ამ თამაშებიდან განვითარდა ოფიციალური შეჯიბრებაც.
შეჯიბრი-კონკურსი თავდაპირველად მხოლოდ იმ გუნდებისთვის იყო გახსნილი, რომელთა ქალაქებში სავაჭრო ბაზრობები ტარდებოდა და რა ადგილი ეჭირათ ამ გუნდებს მათ ეროვნული ლიგებში მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადრეულ კონკურსებში ასევე მოქმედებდა წესი "ერთი ქალაქი - ერთი გუნდი". 1968 წლიდან მას ხშირად უწოდებდნენ "დამწევთა თასს" და მასში შედიოდნენ გუნდები, რომლებსაც ლიგაში მაღალი პოზიცია ეჭირათ. 1971 წელს ეს შეჯიბრი უეფას თასმა შეცვალა.