საქართველოს პარლამენტი
ვიკიპედიიდან
საქართველოს პარლამენტი — საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანო; ერთპალატიანია, 235 დეპუტატით, რომელთა შორის 150 არჩეულია პროპორციული წარმომადგენლობით, ხოლო 85 კი ერთმანდატიანი საოლქო პლურალური სისტემით. პარლამენტის ყველა დეპუტატი ირჩევა ოთხი წლით საყოველთაო საარჩევნო კანონის მიხედვით.
საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტს ცენტრალურ საკანონმდებლო ძალაუფლებას ანიჭებს, რომელსაც კვეცს ავტონომიური რესპუბლიკების აჭარისა და აფხაზეთის პარლამენტები.
დიდი ბრიტანეთის მაგნა კარტაზე მცირე ხნით ადრე სამეფო ძალაუფლების შეზღუდვისა და საპარლამენტო ტიპის მმართველობითი ორგანოს შექმნის იდეა დაიბადა მე-12 საუკუნის საქართველოს სამეფოს არისტოკრატთა და მოქალაქეთა შორის, თამარის მეფობის პერიოდში, რომელიც ამასთან ქვეყნის პირველი ქალი მონარქი იყო.
[რედაქტირება] შენობა
საქართველოს ყოფილი სსრ-ის მთავრობის სახლის შენობა საბჭოთა ხანის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. იგი მოიცავს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს. შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავას მონაწილეობით), მეორე, რუსთაველის გამზირისპირა კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ. კოკორინიდა გ. ლეჟავა, ვ. ნასარიძის მონაწილეობით). ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ელემენტებია გამოყენებული. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს.
[რედაქტირება] ისტორია
საქართველოს 1917-1919 წლების პარლამენტი - ეროვნული საბჭო
საქართველოს 1919-1921 წლების დამფუძნებელი კრება
საქართველოს რესპუბლიკის 1991-1992 წლების უზენაესი საბჭო
1992-1995 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტი
1995-1999 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტი
1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტი
2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტი