სესილია თაყაიშვილი
ვიკიპედიიდან
სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1906, ბათუმი ― გ. 21 მაისი, 1984), ქართველი მსახიობი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1966).
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1926 დამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი "ნინოშვილის გურია"), გვირისტინე (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიუზონი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), კატარინა (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარია სტიუარტი") და სხვა. თაყაიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.
1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები", 1949), ვასასის ("ჩვენი ეზო", 1956), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი", 1956), ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", 1962), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მარადიას ("ნატვრის ხე", 1977) და სხვა როლები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
- 1945 — „ჭირვეული მეზობლები“
- 1948 — "ქეთო და კოტე"
- 1956 — "ხინჯი"
- 1956 — "ჩრდილი გზაზე"
- 1957 — "ჩვენი ეზო"
- 1958 — "უკანასკნელი საბუდარელი"
- 1958 — "სხვისი შვილები"
- 1962 — "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
- 1963 — "თოჯინები იცინიან"
- 1965 — "ჯილდო" (ნოველა კინოალმანახში "წარსულის გვერდები")
- 1965 — "პიერი — მილიციის თანამშრომელი"
- 1965 — "მე ვხედავ მზეს"
- 1966 — "უკაცრავად, თქვენ სიკვდილი გელოდებათ"
- 1967 — "მალე გაზაფხული მოვა"
- 1968 — "ქალაქი ადრე იღვიძებს"
- 1969 — "არ იდარდო!"
- 1969 — "ფილატელისტის სიკვდილი"
- 1969 — "დიდოსტატის მარჯვენა"
- 1970 — "საზღვრები"
- 1970 — "დაისი"
- 1970 — "ჩემი ქალაქის ვარსკვლავი"
- 1972 — "როცა ნუში აყვავდა"
- 1972 — "ნერგები"
- 1972 — "ძველი მეზურნეები"
- 1973 — "ძახილი"
- 1975 — "არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ"
- 1976 — "Городок Анара"
- 1977 — "Берега"
- 1977 — "ნატვრის ხე"
- 1984 — "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი"
[რედაქტირება] ლიტერატურა
- თვალჭრელიძე ტ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1978;
- ურუშაძე ნ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1962;
- ქსე, ტ. 4, გვ. 594, თბ., 1979
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) სესილია თაყაიშვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).