ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
სოფიკო ჭიაურელი - ვიკიპედია

სოფიკო ჭიაურელი

ვიკიპედიიდან

სოფიკო ჭიაურელი
სოფიკო ჭიაურელი

სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი, 1937 - გ. 2 მარტი, 2008, თბილისი) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით "საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915-1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორი გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო (ვერიკო ანჯაფარიძის მხრიდან).

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.

სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.

[რედაქტირება] სპექტაკლები

სოფიკო ჭიაურელი. ვალერი პლოტნიკოვის ფოტო.
სოფიკო ჭიაურელი. ვალერი პლოტნიკოვის ფოტო.

[რედაქტირება] მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

  • ნოდარ დუმბაძე "მე ვხედავ მზეს" ხატია, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
  • ანა აღლაძე "მღელვარე დღეები" კიწი, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე ნიკოლას პერიალისი "ბაფთიანი გოგონა" გოგონა, რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
  • უილიამ შექსპირი "რომეო და ჯულიეტა" ჯულიეტა, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
  • ჟან ანუი - "ჟანა დარკი" ჟანა დარკი, რეჟ. ლევან მირცხილავა
  • სოფოკლე "ანტიგონე" ანტიგონე, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ნიკოლოზ გოგოლი "ქორწინება" აგაფია ტიხონოვნა, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ალექსანდრე ოსტროვსკი "ტალანტები და თაყვანისმცემლები" ნეგინა, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ვინა დელმარი "იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?" როდა, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
  • კარლ გუცკოვი "ურიელ აკოსტა" ივდითი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
  • ფრიდრიხ დიურენმატი "მილიარდერის ვიზიტი" კლარა ცეხანასიანი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ივან ბუკოვჩანი "მამლის ყივილამდე" მარიკა მონდოკოვა, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
  • კიტა ბუაჩიძე "ეზოში ავი ძაღლია" სარე, რეჟ. გოგი თოდაძე
  • პოლ ზინდელი "გვირილა" ბეტი, რეჟ. სოფიკო ჭიაურელი
  • ედუარდო დე ფილიპო "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი" ამალია, რეჟ. გოგი თოდაძე
  • ჰენრიკ იბსენი "მოჩვენებანი" რეგინა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • მერაბ ელიოზიშვილი "ბერიკონი" იანო, რეჟ. ლევან მირცხულავა
  • ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა" ანა კარენინა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ტენესი უილიამსი "იგუანას ღამე" მექსინ ფოკი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ფრიდრიხ შილერი "ვერაგობა და სიყვარული" ლედი მილფორდი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • ჯაბა იოსელიანი "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი" დარეჯანი რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი" დარეჯანი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე
  • ე.დე ფილიპო "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი" ამალია რეჟ. გოგი თოდაძე
  • რ. კლდიაშვილი "საპოვნელა" მათიკო რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • კარლ გუცკოვი "ურიელ აკოსტა" ესთერი, დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
  • რ. კლდიაშვილი "იადონას თეატრი" იადონა, რეჟ. გოგი თოდაძე

[რედაქტირება] რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

  • უილიამ შექსპირი "ზაფხულის ღამის სიზმარი" ჰერმია, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ე. ლაბიში "ჩალის ქუდი"ანაისი, რეჟ. რობერტ სტურუა
  • მაქსიმ გორკი "მდაბიონი" ელენა ვასილიევნა, რეჟ. გიორგი ტოვსტონოგოვი
  • ბერტოლდ ბრეხტი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" შე-ნტე, შუი-ტა, რეჟ. რობერტ
  • ჟან ანუი "ანტიგონე" ანტიგონე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი

[რედაქტირება] ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი:

  • მ. სანტანელი "დედა დედოფალი" რეჯინა, რეჟ. თ. კოშკაძე
  • რეზო კლდიაშვილი "მარტოობის ბინადარი" ეკა, რეჟ. ნანა მჭედლიძე
  • ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი "პლანეტების დაბადება" მასხარა
  • გაბრიელ გარსია მარკესი "სიყვარულის სულთათანა" გრასიელა, რეჟ. თემურ ჩხეიძე

[რედაქტირება] კინოროლები:

  • "ჩვენი ეზო" ციცინო, რეჟ. რეზო ჩხეიძე
  • "ენგურის ნაპირებზე" თამარი
  • "ამბავი ერთი ქალიშვილისა" ლალი, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
  • "ვერის უბნის მელოდიები" ვარდო, რეჟ. გიორგი შენგელაია
  • "გენერალი და ზიზილები" ზოსია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
  • "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" ტასია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
  • "ხევსურული ბალადა" მზექალა, რეჟ. შოთა მანაგაძე
  • "ფერისცვალება" სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • "აურზაური სალხინეთში" თამრო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • "ნატვრის ხე" ფუფალა, რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • "აშიკ-ქერიბი" რეჟ. სერგო ფარაჯანოვი (კინოსტუდია ”ქართული ფილმი”)
  • "არ იდარდო!" სოფიკო, რეჟ. გიორგი დანელია (მოსფილმი)
  • "არევიკი" არევიკი, რეჟ. ა. აგაბაბოვი
  • "ალიბაბა და 40 ყაჩაღი" ალიბაბას დედა, რეჟ. ლ. ფაიზიევი, უმეშ მეჰრა (უზბეკფილმი, F.C. Mehra (ინდოეთი))
  • "იყიდება აგარაკი" რეჟ. . პატაპოვი
  • "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" ელენე
  • "წუთისოფელი" სიდონია, რეჟ. შოთა მანაგაძე
  • "ბროწეულის ყვავილი" დედოფალი ანა საიათნოვა, ანგელოზი, მონაზონი, რეჟ. სერგო ფარაჯანოვი
  • "დათა თუთაშხია" ნანო, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

[რედაქტირება] პრემიები და წოდებები:

  • 1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1976 წ. საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 წ. სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
  • 1980 სახელმწიფო პრემია
  • 1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
  • 1997 წ. ღირსების ორდენის კავალერი
  • 1998 წ. შ. რუსთაველის სახელობის პრემია
  • 2000 წ. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 2002 წ. ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია
  • 2003 წ. ”ეკრანის დედოფალი” ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com