ტეხური
ვიკიპედიიდან
ადიშისჭალა | |
---|---|
მდებარეობა: | სენაკის რაიონი (სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე) |
სიგრძე: | 108 კმ. |
აუზის ფართობი: | 1040 კმ² |
სათავე: | ეგრისის ქედი |
ჩაედინება: | რიონი |
ქვეყნები: | საქართველო |
ტეხური, მდინარე დასავლეთ საქართველოში (სენაკის რაიონი), სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალი ტეხურიშდუდთან, 2400 მ სიმაღლეზე. მდინარე რიონს ერთვის მარჯვნიდან. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 1040 კმ2. მთავარი შენაკადია მდინარე აბაშა. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები - მთელი წლის მანძილზე. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ნაქალაქევთან 30,2 მ3/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად და სოფლის წისქვილებისათვის. ხეობის ზემო ნაწილში მდებარეპბს კურორტი ლებარდე.