ტონგა
ვიკიპედიიდან
ტონგა (Tonga), ოფიციალური სახელწოდება ტონგას სამეფო (ტონგ. Puleʻanga Fakatuʻi ʻo Tonga, ინგლ. Kingdom of Tonga) — სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შედგება დაახ. 160 კუნძულისგან, რომელთაგან 45 დასახლებულია. მდებარეობს მონაკვეთზე, რომელიც აერთიანებს ახალ ზელანდიასა და ჰავაის, სამხრეთ სამოასა და აღმოსავლეთ ფიჯის. კუნძულები 1616 წელს აღმოაჩინეს მოგზაურებმა ვილემ სჰაუტენმა და იაკობ ლემერმა.
ეს კუნძულები ასევე ცნობილია როგორც "მეგობრული კუნძულები", კაპიტანი კუკისთვის გამართული მეგობრული მიღებისთვის. მისი ჩასვლა დამეთხვა 'ინასის ფესტივალს - პირველი ხილის ტუ'ი ტუნგასთვის მიძღვნის ყოველწლიურ ცერემონიას და კუკიც დღესასწაულზე იქნა მიწვეული. მწერალი უილიამ მარინერის თანახმად, სინამდვილეში ტონგას ბელადებს შეკრებისას კუკის მოკვლა ჰქონდათ განზრახული, თუმცა გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ.
ტონგა დღეისთვის ერთადერთი სამეფოა წყნარი ოკეანის კუნძულ-ქვეყნებს შორის.