ტყვია
ვიკიპედიიდან
ტყვია (ლათ. plumbum) – ძლიერ პლასტიკური, რბილი (იჭრება დანით), მონაცრისფრო-მოცისფრო მძიმე ლითონი. ტყვია ძველთაგანვე იყო ცნობილი. ალქიმიკოსები მას სატურნს უწოდებდნენ და ამ პლანეტის ნიშნით აღნიშნავდნენ. ტყვიის საფუძველზე ამზადებენ მრავალ შენადნობს, რაც მრავალ სხვა დარგთან ერთად ფართოდ გამოიყენება სამონეტო საქმიანობაში.