ფიფქია და შვიდი ჯუჯა
ვიკიპედიიდან
ფიფქია და შვიდი ჯუჯა (Snow White and the Seven Dwarfs) იყო პირველი ანიმაციური ფილმების სერია დისნეის ანიმაციის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სერია (1917 წლის არგენტინული ფილმი El Apóstol იყო პირველი), ეს პირველი საყოველთაოდ ცნობილი ანიმაციური ფილმი გახდა ინგლისურენოვან მსოფლიოში და ასევე პირველი შექმნილი ტექნიკოლორში.
ფიფქია და შვიდი ჯუჯა შექმნა უოლტ დისნეი პროდაქშენზმა. მისი პრემიერა 1937 წლის 21 დეკემბერს შედგა, საყოველთაოდ თეატრებში 1938 წლის 8 თებერვალს გამოვიდა. ფილმი შეიქმნა ძმები გრიმების ზღაპრის "ფიფქია" საფუძველზე.
ფილმის სცენარით ბოროტი და შურიანი დედოფალი მისი გერის მოკვლას ცდილობს, მაგრამ გერი გაქცევას ახერხებს და მას შვიდი ჯუჯა იფარავს უღრან ტყეში. ფიფქია ყველაზე წარმატებული კინოფილმი გახდა 1938 წელს და ყველა დროის მეათე ყველაზე მომგებიანი ფილმია აშშ-ში (ინფლაციის გათვალისწინებით).