ფსალმუნი
ვიკიპედიიდან
ფსალმუნი (ბერძნ. psalmos), დავითი, დავითნი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ საგალობლებსაც. ებრაული ფსალმუნის ავტორობა ებრაული და ქრისტიანული ტრადიციით, დავითს მიეწერება. სინამდვილეში ფსალმუნი სხვადასხვა დროს შექმნილ ნაწარმოებთა კრებულია, რომლის უძველესი ნაწილი ძვ. წ. X საუკუნეს განეკუთვნება და ხშირად კიდევ უფრო ძვ. პოლითეისტურ ქანაანურ რელიგიურ კონცეფციათა კვალს შეიცავს. გვიანდელი ნაწილები ბაბილონის ტყვეობის (ძვ. წ. VI ს.) შემდეგდროინდელია.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |