ყანწი
ვიკიპედიიდან
ყანწი, ღვინისა და არაყის სასმელი რქა. მზადდებოდა ჯიხვის, ხარის, კამეჩის, გარეული თხისა და სხვა რქისაგან. რქას გამოხარშავდნენ, გაასუფთავებდნენ და გათლიდნენ, შემდეგ მოჭედავდნენ, ღილ-მძივებით მორთავდნენ.
ყანწს სასმისად იყენებდნენ ქორწილებსა და ნათლობა-დღესასწაულებზე, განსაკუთრებით პოპულარული იყო აღმოსავლეთ საქართველოში.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |