ცაგერი
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, ცაგერის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1968 წელს. მოსახლეობა 1,9 ათასი (2002 წ.). ცაგერში არის ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: სკოლები, სახალხო თეატრი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სურათების გალერეა, კულტურის სახლი კინოთეატრი და სხვა. შემორჩენილია შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარი. ცაგერში არის ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.