ხუტა ბერულავა
ვიკიპედიიდან
ხუტა მიხეილის ძე ბერულავა (დ. 10 დეკემბერი, 1924, ზუგდიდი ― გ. 2004), ქართველი პოეტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდეგ მ. გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი (1952). იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი. 1967-1979 წლებში გამომცემლობა "განათლების" დირექტორი. ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებს, პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. პოპულარული გახდა სამამულო ომის გმირებისადმი მიძღვნილი მისი ლექსები ("ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძევ", 1941; "ვარსკვლავეთს მოსწყდა ვარსკვლავი", 1945). ბერულავას პოეზია მრავალმხრივია("მამულიშვილთა მოსაგონარი", 1947; "უკრაინაში, დნეპრის წინაშე", 1949; პოემა "რუსული გული", 1950-1954), "სიმღერა ვარსკვლავებზე" (1953); საქართველოს წარსულს ეძღვნება ლექსების ციკლი "ვარძიის გზაზე" (1946), პოემა "კოლხური ლეგენდა" (1943-1955), "ამბავი თბილისის დაბადებისა" (1964). ბერულავა წერს ბავშვებისთვისაც, თარგმნის რუს და სხვა ეროვნების პოეტებს. ბერულავას ნაწარმოები თარგმნილია უცხო ენებზე. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და "საპატიო ნიშნის" ორდენებით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 2, გვ. 334, თბ., 1977