ჯალალედინი
ვიკიპედიიდან
ჯალალ ად-დინ მანგუბერდი (جلال الدین منکبرنی Jalāl al-Dīn Menguberdī ან მანკბურნი) — ხვარაზმთა იმპერიის ბოლო მმართველი. 1220 წელს ჩინგიზ ყაენის მიერ მამამისი ალა ად-დინ მუჰამედ II-ის დამარცხების შემდეგ ტახტზე ჯალალედინი ავიდა, თუმცა შაჰის ტიტული უარყო და თავს სულთანს უწოდებს. მონღოლთა შემოსევისა და სამარყანდის დარბევის შემდეგ, იძულებული გახდა ინდოეთში გაქცეულიყო 5 ათას კაციანი ამალით. თუმცა მდინარე ინდუსთან მას მონღოლები დაეწიენ და ამალა დაუხოცეს.
ჯალალედინმა თავის დაღწევა მოახერხა და სამი წელი ინდოეთში გაატარა, სანამ სპარსეთში დაბრუნდებოდა. აქ ის საკუთარ არმიას უყრის თავს და იმპერიას იბრუნებს. ჯალალედინი ძალაუფლების კონსოლიდაციას მაინც ვერ ახერხებს და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი მონღოლთა, ტახტის პრეტენდენტთა და თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლებში ატარებს.
საბოლოოდ ის ძალაუფლებას სპარსეთში მონღოლებს უთმობს ალბორცის მთების ბრძოლაში და კავკასიაში გარბის, სადაც ის ქალაქებს თებრიზსა და თბილისს იღებს 1226 წელს. ის მცირე ხნით თურქ-სელჩუკებს ამარცხებს და ქალაქ ახლათს იღებს, თუმცა მოგვიანებით სულთანმა ყაიქუბად I-მა დაამარცხა იასი ჩემენის ბრძოლაში 1230 წელს. 1231 წელს ის სელჩუკების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.
ჯალალედინის მიმდევრები მის ერთგული დარჩნენ და სელჩუკთა მიწებს არბევდნენ ჯაზირასა და სირიაში მომდევნო რამდენიმე წლის შემდეგ. აიუბიდის სულთანამ სალი აიუბმა მოგვიანებით ისინი დაიქირავა საკუთარი ბიძა სალიჰ ისმაილის მოსაკლავად და მათ 1244 წელს იერუსალიმი აიღეს. "ხვარეზმელები", როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ, ეგვიპტის მამლუქებად მსახურობდნენ შემდგომში, სანამ ისინი საბოლოოდ მანსურ იბრაჰიმმა გაანადგურა.