MTV
ვიკიპედიიდან
MTV (ინგლ. Music Television - მუსიკალური ტელევიზია) - ამერიკული საკაბელო სატელევიზიო ქსელი, რომელიც ნიუ იორკიდან მაუწყებლობს. დაარსებულია 1981 წლის 1 აგვისტოს და მისი თავდაპირველი მიზანი იყო მუსიკალური ვიდეოების მაუწყებლობა. დღეს, MTV ორიეტირებულია მრავალფეროვან მუსიკაზე, პოპ კულტურაზე, ახალგაზრდულ კულტურაზე და რეალითი ჟანრის გადაცემებზე, რომლებიც მოზარდებზე და ახალგაზრდა მაყურებელზეა გათვლილი.