აავი, ევალდ
ვიკიპედიიდან
აავი, ევალდ (* 22 თებერვალი (6 მარტი), 1900, რეველი (ახლანდ. ტალინი), - † 21 მარტი, 1939, იქვე), ესტონელი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი. 1926 დაამთავრა ტალინის კონსერვატორია; პირველი მნიშვნელოვანი ესტონური ოპერის "ვიკინგების" (დაიდგა 1928) ავტორი. დაწერილი აქვს სიმფონია (1938), სიმფონიური პოემა "სიცოცხლე" (1934), მრავალი სიმღერა და საგუნდო ნაწარმოები.