კონსერვატორია
ვიკიპედიიდან
კონსერვატორია (იტალ. conservatorio, თავდაპირველი მნიშვნელობით - თავშესაფარი < ლათ. conservo ვინახავ), უმაღლესი მუსიკალური სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს ხელოვნების სპეციალისტებს: შემსრულებლებს (ინსტრუმენტალისტებს, ვოკალისტებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებს, მუსიკათმცოდნეებს).
XVI ს-ში კონსერვატორიას უწოდებდნენ ობოლ და უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს, სადაც მათ ხელობას ასწავლიდნენ (პირველი კონსერვატორია ნეაპოლში 1537), XVII ს-ში ასეთ თავშესაფარში შემოიღეს მუსიკის სწავლება. XVIII ს-ში იტალიაში კონსერვატორიები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მუსიკოს-შემსრულებელთა და კომპოზიტორთა მომზადებაში. აქ სწავლობდნენ ევროპის სხვა ქვეყნების მუსიკოსებიც. ბურჟუაზიული წყობილების განვითარებასთან ერთად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაიზარდა მოთხოვნა პროფესიონალ მუსიკოსებზე, ამან კი გამოიწვია სპეციალური მუსიკალური უმაღლესი სასწავლებლის შექმნის აუცილებლობა. პირველი ასეთი სასწავლებლი იყო პარიზის ეროვნული მუსიკალური ინსტიტუტი (1793), რომლის საფუძველზე 1795 დაარსდა მუსიკისა და დეკლამაციის კონსერვატორია. XIX საუკუნის I ნახევარში კონსერვატორიები შეიქმნა ევროპისა და ამერიკის მრავალ ქალაქებში.
საზღვარგარეთის კონსერვატორიათა უმრავლესობა ამზადებს შემსრულებლებსა და კომპოზიტორებს: მუსიკათმცოდნეები ამთავრებენ უნივერსიტეტების მუსიკალურ ფაკულტეტებს. კონსერვატორიაში სწავლების ვადაა 3-5 წელი. რუსეთში პირველი კონსერვატორიები დაარსდა პეტერბურგსა (1862) და მოსკოვში (1866). 1883 გაიხსნა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების მუს.-დრამ. სასწავლებელი (1886-დან კონსერვატორიის უფლებებით). 1912 კონსერვატორია დაარსდა სარატოვში, 1913 - კიევსა და ოდესაში, 1917 - თბილისში. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კონსერვატორიები გაიხსნა თითქმის ყველა რესპუბლიკაში.
კონსერვატორიაში არის თეორიული საკომპოზიციო, ვოკალური, საფორტეპიანო, საორკესტრო, ხალხური საკრავების ფაკულტეტები, ზოგიერთ კონსერვატორიაში — სადირიჟორო განყოფილებაც. მოსკოვის კონსერვატორიის გარდა ყველას აქვს დაუსწრებელი განყოფილება. კონსერვატორიათა უმრავლესობაში შექმნილია საღამოს განყოფილება და ორწლიანი ვოკალურ-მოსამზადებელი კურსები, აგრეთვე ნიჭიერთა ათწლედები. დიდ კონსერვატორიებში არის ასპირანტურა და ასისტენთა სტაჟირების განყოფილება შემოქმედებითი მუშაკებისათვის.
სექციების სია |
[რედაქტირება] ცნობილი სამუსიკო სკოლები
[რედაქტირება] არგენტინა
- მუსიკის ეროვნული უმაღლესი კონსერვატორია (არგენტინა) (Conservatorio Nacional Superior de Música)
[რედაქტირება] ავსტრია
- ანტონ ბრუკნერის მუსიკის, დრამისა და ცეკვის კერძო უნივერსიტეტი [1]
- ზალცბურგის უნივერსიტეტი მოცარტეუმი (Universität Mozarteum Salzburg) [2]
- ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი (Universität für Musik und darstellende Kunst Wien) [3]
[რედაქტირება] ავსტრალია
- ავსტრალიის მუსიკის ინსტიტუტი (სიდნეი)
- ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის სამუსიკო სკოლა (კანბერა)
- ცენტრალური ქვინსლენდის სამუსიკო კონსერვატორია
- ელდერის კონსერვატორია (ადელაიდა)
- მელბურნის სამუსიკო კონსერვატორია
- მონახის უნივერსიტეტის სამუსიკო სკოლა
- სიდნეის სამუსკო კონსერვატორია
- ტასმანიის უნივერსიტეტის კონსერვატორია
- დასავლეთ ავსტრალიის სამუსიკო კონსერვატორია
[რედაქტირება] ბელგია
- ბრიუსელი: ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია (Conservatoire Royal de Bruxelles)
[რედაქტირება] ბრაზილია
- სან პაოლოს დრამატული მუსიკის კონსერვატორია (Conservatório Dramático Musical de São Paulo)
[რედაქტირება] კანადა
- ქვებეკის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების კონსერვატორია Conservatoire de musique et d'art dramatique du Québec (ცხრა სკოლა)
- ტორონტოს მუსიკის სამეფო კონსერვატორია
- მაკგილის უნივერსიტეტი მუსიკის ფაკულტეტი
- მონრეალის უნივერსიტეტი [4]
[რედაქტირება] დანია
[რედაქტირება] ფინეთი
- სიბელიუსის აკადემია
[რედაქტირება] საფრანგეთი
- პარიზის კონსერვატორია
- ლიონის კონსერვატორია
[რედაქტირება] საქართველო
[რედაქტირება] გერმანია
[რედაქტირება] სამუსიკო უნივერსიტეტები
- აახენი: კიოლნის სამუსიკო სკოლა (Hochschule für Musik Köln, Abt. Aachen)
- ოგსბურგი: ნიურნბერგ-ოგსბურგის სამუსიკო სკოლა (Hochschule für Musik Nürnberg-Augsburg, Abt. Augsburg)
- ბერლინი: ჰანს აისლერის სამუსიკო სკოლა (Hochschule für Musik "Hanns Eisler")
- ბერლინი: ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი (Universität der Künste Berlin)
- ბრემენი: ბრემენის ხელოვნების სკოლა (Hochschule für Künste Bremen) [6]
- დეტმოლდი: დეტმოლდის სამუსიკო სკოლა (Hochschule für Musik Detmold) [7]
- დრეზდენი: დრეზდენის კარლ მარია ფონ ვებერის სამუსიკო სკოლა (Hochschule für Musik Dresden "Carl Maria von Weber") [8]
- დიუსელდორფი: დიუსელდორფის რობერტ შუმანის სამუსიკო სკოლა (Robert Schumann Hochschule Düsseldorf)
- ესენი: Folkwang Hochschule im Ruhrgebiet
- ფრანკფურტი მაინზე: მაინის ფრანკფურტის სამუსიკო სკოლა (Hochschule für Musik und Darstellende Kunst Frankfurt am Main) [9]
- ფრაიბურგი: ფრაიბურგის სამუსიკო სკოლა (Hochschule für Musik Freiburg) [10]
- ჰალე: ჰალე-ვიტენბურგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი (Martin Luther University of Halle-Wittenberg), სამუსიკო პედაგოგიკის ინსტიტუტი
- ჰამბურგი: ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის სკოლა (Hochschule für Musik und Theater Hamburg)
- ჰანოვერი: ჰანოვერის მუსიკისა და თეატრის სკოლა (Hochschule für Musik und Theater Hannover)
- კარლსრუე: კარლსრუეს სამუსკო სკოლა (Hochschule für Musik Karlsruhe)
- კიოლნი: კიოლნის სამუსიკო სკოლა (Hochschule für Musik Köln)
- ლაიფციგი: ლაიფციგის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლა (Hochschule für Musik und Theater "Felix Mendelssohn Bartholdy" Leipzig]]
- ლიუბეკი: ლიუბეკის სამუსიკო სკოლა (Musikhochschule Lübeck)
- მაინცი: მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტი (Johannes Gutenberg University of Mainz), მუსიკის განყოფილება
- მანჰაიმი: მანჰაიმის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების სკოლა (Hochschule für Musik und Darstellende Kunst Mannheim) [11]
- მიუნხენი: მიუნხენის მუსიკისა და თეატრის სკოლა (Hochschule für Musik und Theater München)
- საარბრიუკენი: ზაარლანდის მუსიკისა და თეატრის სკოლა (Hochschule des Saarlandes für Musik und Theater) [12]
- შტუტგარტი: შტუტგარტის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების სახემწიფო სკოლა (Staatliche Hochschule für Musik und Darstellende Kunst Stuttgart) [13]
- ვაიმარი: ვაიმარის ფრანც ლისტის სამუსიკო სკოლა (Hochschule für Musik Weimar|Hochschule für Musik "Franz Liszt" Weimar) [14]
[რედაქტირება] სასულიერო მუსიკის უნივერსიტეტები
- აახენი: აახენის სანკტ-გრეგორიუსის საეკლესიო მუსიკის კათოლიკური სკოლა (Katholische Hochschule für Kirchenmusik St. Gregorius Aachen) [15]
- ბაიროითი: სასულიერ მუსიკის ევანგელიკური სკოლა (Evangelische Hochschule für Kirchenmusik) [16]
- დრეზდენი: სასულიერო მუსიკის ევანგელიკური სკოლა (Evangelische Hochschule für Kirchenmusik) [17]
- ჰალე: ჰალეს სასულიერო მუსიკის ევანგელიკური სკოლა [18]
- ჰაიდელბერგი: სასულიერო მუსიკის ევანგელიკური სკოლა [19]
- ჰერფორდი: სასულიერო მუსიკის ევანგელიკური სკოლა [20]
- რეგენსბურგი: სასულიერო მუსიკისა და პედაგოგიკის კათოლიკური სკოლა [21]
- როტენბურგი: სასულიერო მუსიკის კათოლიკური სკოლა [22]
- ტიუბინგენი: სასულიერო მუსიკის ევანგელიკური სკოლა [23]
[რედაქტირება] კონსერვატორიები
- ბერლინი: შტერნის კონსერვატორია
- ფრანკფურტი: ჰოხის კონსერვატორია - მაინის ფრანკფურტის მუსიკის აკადემია
- ჰამბურგი: ჰამბურგის კონსერვატორია
- მაინცი: მაინცის პეტერ კორნელიუსის კონსერვატორია (Peter-Cornelius-Konservatorium der Stadt Mainz)
- მიუნხენი: მიუნხენის რიჩარდ შტრაუსის კონსერვატორია - მიუნხენის მუსიკალური ხელოვნების აკადემია (Fachakademie für Musik der Stadt München)
[რედაქტირება] ირლანდია
- დუბლინის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მუსიკისა და დრამის კონსერვატორია
- ირლანდიის მუსიკის სამეფო აკადემია (Royal Irish Academy of Music)
[რედაქტირება] იტალია
- ჩიგიანას აკადემია (Accademia Chigiana) (სიენა)
- სანტა ჩეჩილიას კონსერვატორია (Conservatorio di Santa Cecilia) (რომი)
- ჯუზეპე ვერდის კონსერვატორია (Conservatorio Giuseppe Verdi) (მილანი)
- ჯოვანი ბატისტა მარტინის კონსერვატორია (Conservatorio Giovanni Battista Martini) (ბოლონია)
- ლუიჯი ჩერუბინის კონსერვატორია (Conservatorio Luigi Cherubini) (ფლორენცია)
- ბენედეტო მარსელოს კონსერვატორია (Conservatorio Benedetto Marcello) (ვენეცია)
[რედაქტირება] იაპონია
- ტოკიოს სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის ეროვნული უნივერსიტეტი (ტოკიო)
- ტოკიოს სამუსიკო კოლეჯი (ტოკიო)
- კუნიტაჩის სამუსიკო კოლეჯი (ტოკიო)
- მოსაშინოს სამუსიკო აკადემია (ტოკიო)
- კობეს კოლეჯი (კობე)
- ტაკარაზუკას სამუსიკო სკოლა (ჰიოგო)
[რედაქტირება] ნიდერლანდი
- ჰააგის სამეფო კონსერვატორია
- მაასტრიხტის კონსერვატორია [24]
[რედაქტირება] რუსეთი
- მოსკოვის კონსერვატორია
- სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორია
[რედაქტირება] ესპანეთი
- Centro Superior de Música del País Vasco, San Sebastián/Donostia
- Conservatorio Superior de Música del Liceo, Barcelona
- Conservatorio Superior de Música, Córdoba
- Conservatorio Superior de Música, Murcia
- Conservatorio Superior de Música, Salamanca
- Escuela Superior de Música de Cataluña, Barcelona
- Escuela Superior de Música Reina Sofía, Madrid
- Real Conservatorio Superior de Música, Madrid
[რედაქტირება] დიდი ბრიტანეთი
[რედაქტირება] უმაღლესი
- ბირმინგემის კონსერვატორია (ცენტრალური ინგლისის უნივერსიტეტი ბირმინგემში)
- გილდჰოლის მუსიკისა და დრამის სკოლა, ლონდონი
- ლიდსის სამუსიკო კოლეჯი
- მუსიკის სამეფო აკადემია, ლონდონი (ლონდონის უნივერსიტეტი)
- მუსიკის სამეფო კოლეჯი, ლონდონი
- მუსიკის სამეფო ჩრდილოეთ კოლეჯი (Royal Northern College of Music), მანჩესტერი
- მუსიკისა და დრამის შოტლანდიის სამეფო აკადემია, გლაზგო
- მუსიკისა და დრამის უელსის სამეფო აკადემია, კარდიფი (უელსის უნივერსიტეტი)
- ტრინიტის სამუსიკო კოლეჯი (Trinity College of Music)
[რედაქტირება] საშუალო
- ჩეთემის სამუსიკო სკოლა (Chetham's School of Music)
- ედინბურგის სამუსიკო სკოლა
- პიმლიკოს სპეციალური სამუსიკო კურსი (Pimlico Special Music Course)
- პარსელის სკოლა (Purcell School)
- ველსის საკათედრო სკოლა (Wells Cathedral School)
- იეჰუდი მენუჰინის სკოლა
- სეიჯ უიკენდის სამუსიკო სკოლა (Sage Weekend Music School)
[რედაქტირება] აშშ
- ბოსტონის კონსერვატორია (ბოსტონი, მას.)
- ბოსტონის უნივერსიტეტი (ბოსტონი, მას.)
- კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი (ვალენსია, კალ.)
- ჩიკაგოს სამუსიკო კოლეჯი, რუზველტის უნივერსიტეტი, (ჩიკაგო, ილ.)
- კლივლენდის მუსიკის ინსტიტუტი (კლივლენდი, ოჰ.)
- კურტისის მუსიკის ინსტიტუტი (ფილადელფია)
- ბერკლის სამუსიკო კოლეჯი (ბოსტონი)
- ისტმენის სამუსიკო სკოლა (როჩესტერი)
- ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მუსიკის კოლეჯი (ტალაჰასი, ფლ.)
- ინდიანას უნივერსიტეტი, ჯაკობსის სამუსიკო სკოლა (ბლუმინგტონი, ინდ.)
- ჯულიარდის სკოლა (ნიუ-იორკი)
- ლონგის სამუსიკო სკოლა (ბოსტონი)
- მანჰეტენის სამუსიკო სკოლა (ნიუ-იორკი)
- მენესის სამუსიკო კოლეჯი (ნიუ-იორკი)
- მეისონ გროსის ხელვონების სკოლა, რატგერსის უნივერსიტეტი (ნიუ-ბრუნსვიკი, ნიუ-ჯერსი)
- ახალი ინგლისის სამუსიკო კონსერვატორია (ბოსტონი)
- ჩრდილოეთ კაროლინას ხელოვნების სკოლა (უინსტონ-სალემი, ჩრდ. კარ.)
- ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი (Northwestern University), სამუსიკო სკოლა (ევანსტონი, ილ.)
- ობერლინის კონსერვატორია (ობერლინი, ოჰ.)
- პიბოდის ინსტიტუტი (ბალტიმორი, მერ.)
- პურჩეიზის სამუსიკო კონსერვატორია, პურჩეიზ კოლეჯი (პურჩეიზი, ნიუ-იორკი)
- სან-ფრანცისკოს სამუსიკო კონსერვატორია (სან-ფრანცისკო, კალ.)
- შეფერდის სამუსიკო სკოლა, რაისის უნივერსიტეტი (ჰიუსტონი, ტექს.)
- სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი, სამუსიკო სკოლა (კარბონდეილი, ილ.)
- ცინცინატის უნივერსიტეტი სამუსიკო კოლეჯ-კონსერვატორია (ცინცინატი, ოჰ.)
- ილინოისის უნივერსიტეტი, სამუსიკო სკოლა (ურბანა, ილ.)
- მიჩიგანის უნივერსიტეტი, სამუსიკო სკოლა (ენ-არბორი, მიჩ.)
- ჩრდ. ტექსასის უნივერსიტეტი, სამუსიკო სკოლა (ტენტონი, ტექს.)
- სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, თორნტონის სამუსიკო სკოლა (ლოს-ანჟელესი, კალ.)
- ტექსასი უნივერსიტეტი ოსტინში, სამუსიკო სკოლა (ოსტინი, ტექს.)
- უსტმინსტერის ქორის კოლეჯი, რაიდერის უნივერსიტეტი (პრინსტონი, ნიუ-ჯერსი)
- იელის უნივერსიტეტი, სამუსიკო სკოლა (ნიუ-ჰავენი, კონ.)