აბელია (მცენარე)
ვიკიპედიიდან
აბელია (Abelia), მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. მისი 36-მდე სახეობა ფოთოლმცვივანი, ხოლო მარადმწვანე ბუჩქია. უმრავლესობა გვხვდება აღმოსავლეთ აზიაში, ორი სახეობა - ცენტრალურ ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ში ველურად გავრცელებულია ორის სახეობა Abelia corymbosa (შუა აზიის მთებში) და Abelia coreana (შორეულ აღმოსავლეთში). საქართველოს ბაღ-პარკებში ხარობს 5 სახეობა, უფრო ხშირად გვხვდება ჩინური აბელია (Abelia chinensis) და მრავალყვავილა აბელია (Abelia floribunda). დეკორატიული მცენარეებია. აქვთ პრიალა ფოთოლი და სურნელოვანი ყვავილი. აბელია ყვავილობს ხანგრძლივად, ადვილად მრავლდება კალმებითა და თესლით.