აკანთო
ვიკიპედიიდან
აკანთო (Acanthus), მცენარეების გვარი აკანთოსებრთა ოჯახისა. უმეტესად ბალახია, იშვიათად - ბუჩქი. აერთიანებს 40-მდე სახეობას. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ევროპის თბილ სარტყელში. აკანთოს ფოთლის სტილიზებული გამოსახულება საფუძვლად უდევს კორინთული და კომპოზიტური ორდერების, სვეტისთავების, აგრეთვე კარნიზების, ფრიზების და სხვა არქიტექტურული ელემენტების ორნამენტულ მორთულობას.