Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Web Analytics
Cookie Policy Terms and Conditions აფრიკა - ვიკიპედია

აფრიკა

ვიკიპედიიდან

სიტყვას "აფრიკა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აფრიკა (მრავალმნიშვნელოვანი).
სატელიტური ფოტო
სატელიტური ფოტო

აფრიკა – დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,3 მლნ. კმ²–ს, მოსახლეობა 840 მილიონ კაცს. კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას.

სექციების სია

[რედაქტირება] გეოგრაფია

აფრიკის მდებარეობა მსოფლიო რუკაზე
აფრიკის მდებარეობა მსოფლიო რუკაზე

აფრიკას გარს ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა ჰიბლარტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც სუეცის არხია გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია., ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26000 კმ–ს. (შედარებისთვის ევროპის სანაპირო ხაზის სიგრძეა 32000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).

აფრიკის გეოგრაფიული ნაწილები: ██ ჩრდილოეთი აფრიკა ██ დასავლეთი აფრიკა ██ ცენტრალური აფრიკა ██ აღმოსავლეთი აფრიკა ██ სამხრეთი აფრიკა
აფრიკის გეოგრაფიული ნაწილები:

██ ჩრდილოეთი აფრიკა

██ დასავლეთი აფრიკა

██ ცენტრალური აფრიკა

██ აღმოსავლეთი აფრიკა

██ სამხრეთი აფრიკა

აფრიკას ეკუთვნის კუნძულები: მადაგასკარი, პემბა, ზანზიბარი, მაფია, სოკორტა, მასკარენის, ამირანტის, სეიშელის, კომორის, მადეირა, მწვანე კონცხის, კანარის, პრინსიპი, სან–ტომე, ანობონი, ფერნანდო–პო, ამაღლების, წმ. ელენეს, ტრისტან–და–კუნია.

ნახევარკუნძულებს შორის უდიდესია სომალის ნახევარკუნძული.

დიდი ტბებია: ვიქტორია, ალბერტი, ედუარდი, კივუ, ტანგანიკა.

უდიდესი მდინარეებია: კონგო, ნილოსი, ნიგერი, ზამბეზი, ორანჟი.

მნიშვნელოვანი მთათა სისტემებია: ჩრდილოეთით ატლასის მთები, აღმოსავლეთში ეთიოპიის მთიანეთი, სამხრეთში დრაკონის მთები.

უმაღლესი მწვერვალია კილიმანჯარო (5895 მ.).

აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა.

ჩვეულებრივ აფრიკას ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ ნაწილებად:

  • ჩრდილოეთი აფრიკა
  • დასავლეთი აფრიკა
  • ცენტრალური აფრიკა
  • აღმოსავლეთი აფრიკა
  • სამხრეთი აფრიკა

[რედაქტირება] კლიმატი, ფაუნა, ფლორა

აფრიკის ჩრდილოეთი ნაწილი ძირითადათ უდაბნო და მშრალი მხარეა. ცენტრალური და სამხრეთი ნაწილებში გვხვდება სავანეები და ჯუნგლები. შუალედური ადგილები სტეპებს უკავიათ.

აფრიკის ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია და მოიცავს მტაცებელ ცხოველებს (როგორიცაა ლომი, ჰიენა და ლეოპარდი), ბალახისმჭამელებს (როგორიცაა სპილო, აქლემი, ჟირაფი), ჯუნგლების ბინადრებს (მაიმუნები, გველები), და წყლის ცხოველებს (ნიანგები).

[რედაქტირება] ისტორია

გიზა, ძველი ეგვიპტე
გიზა, ძველი ეგვიპტე
მთავარი სტატია: აფრიკის ისტორია

თანამედროვე საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე არის მონადირე-შემგროვებლობითი და ადრეული მესაქონლეობითი კულტურათა კვალი. საჰარის უდაბნოდ გადაქცევის შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობის კონცენტრირება მოხდა მდინარე ნილოსის მიდამოებთან, სადაც უკვე ძვ. წ. 6000 წლისთვის გაჩნდა ორგანიზებული აგროკულტურა. დაახლოებით ძვ. წ. 3100 ყალიბდება ძველი ეგვიპტის სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის ერთერთი კერა, რომელმაც ფარაონების მმართველობის ქვეშ სიძლიერის და სიმდირის მწვერვალს ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში მიაღწია (ე.წ. ახალი სამეფო (ძვ. წ. 1567-ძვ. წ. 1085)).

სუბ-საჰარულ აფკიკაში მიწათმოქმედი ხალხი ბანტუ იწყებს სამხრეთით მიგრაციას. მათ თანდათან შეავიწროეს ნაკლებად განვითარებული ქოზიანური მოსახლეობა (ბუშმენები, ჰოტენტოტები) და საბოლოოდ მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია დაიკავეს.

ძვ. წ. I ათასწლეულში ჩრდილოეთი აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ფინიკიელების, ბერძნების და მოგვიანებით რომაელების კოლონიები. თავდაპირველად ერთერთი ესეთი კოლონია - კართაგენი, ძვ. წ. II საუკუნეში რომის რესპუბლიკის მიერ მის განადგურებამდე, თავად გადაიქცა უძლიერეს კოლონიურ სახელმწიფოდ. V საუკუნემდე აფრიკის ხმელთაშუა სანაპირო რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იგი ვანდალებმა დაიპყრეს, მისი ნაწილი კი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა. VII საუკუნეში ჩრდილოეთი აფრიკა დაიპყრეს არაბებმა, რის შედეგად აქ ისლამი გავრცელდა.

სუბ-საჰარულ აფრიკაში ევროპელების გამოჩენამდე დიდი პოლიტიკური გაერთიანებები არ არსებობდა. თუმცა ადგილებში არსებობდა მეტ–ნაკლებად ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. აღსანიშნავია დასავლეთ აფრიკაში, დიდი ტბების რაიონში (ბუგანდა) და აღმოსავლეთ აფრიკაში (დიდი ზიმბაბვე) არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები.

აფრიკა, 1913
აფრიკა, 1913

ევროპელების მიერ აფრიკის კოლონიზაცია ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაიწყო. ადრეული კოლონისტებიდან აღსანიშნავია პორტუგალიელები, შემდეგ ჰოლანდიელები. პორტუგალიელებმა, რომლებიც ძირითადად მონების ვაჭრობით იყვნენ დაკავებული, აფრიკის სანაპიროებზე რამდენიმე პორტი დააარსეს. აფრიკელი მონების დიდი ნაკადი მიედინებოდა ევროპელების მიერ ახლად აღმოჩენილ ამერიკისკენ. XVII საუკუნეში ჰოლანდიელებმა დაიწყეს აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, რის შედეგადაც თანამედროვე სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე პირველი მუდმივი ევროპული კოლონია გაჩნდა . XVIII საუკუნის დასაწყისიდან აფრიკის კოლონიზაციის ლიდერობა თანდათან ბრიტანელების და ფრანგების მხარეს გადავიდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აფრიკის გადანაწილებაში აქტიურად ჩაერთვნენ გერმანია, იტალია და სხვები. საუკუნის დასაწყისისთვის აფრიკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ევროპელების მიერ იყო დანაწილებული.

კოლონიზაციამ ძირეულად შეცვალა აფრიკის კ. ადგილობრივ ონტინენტი. მოსახლეობაში გავრცელდა ქრისტიანობა, გაიხსნა მისიონერული სკოლები, დაარსდა და მკვეთრად გაიზარდა ქალაქების მნიშვნელობა, აფრიკა ჩაერთო საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს ყველაფერი კი მიმდინარეობდა აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მასიური ჩაგვრის, უუფლებობის და ექსპლუატაციის ფონზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო აფრიკის დეკოლონიზაცია. 60-იან 70-იან წლებში ყოფილი კოლონიების უმრავლესობას დამოუკიდებლობა მიენიჭათ.

[რედაქტირება] პოლიტიკა და ეკონომიკა

აფრიკის კონტინენტზე 56 სუვერენული სახელმწიფოა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი გახდა 50-იან 60-იან წლებში აფრიკის ევროპული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში დაიწყო სამოქალაქო ომები, რომლებიც ზოგჯერ მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის მასიურ გენოციდში გადაიზარდა. ბევრ ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმები. პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფციის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების უგულველყოფა, სიღარიბე აფრიკული სახელმწიფოების წინაშე მდგარი ტიპიური პრობლემებია.

ზოგიერთი აფრიკული ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ნავთობით და ძვირფასი ქვებით (ნიგერია, ბოტსვანა). ზოგიერთმა მათგანმა ახლო წარსულში მიაღწია შესამჩნევ ეკონომიკურ წარმატებას. სამხრეთ აფრიკა, სადაც 90-იან წლებამდე მოქმედებდა აპარტეიდის რეჟიმი როგორც წესი განვითარებული სამყაროს ნაწილად მოიაზრება.

აფრიკის ქვეყნებში ყველაზე უფრო გავრცელებული ოფიციალური ენებია არაბული, ინგლისური, ფრანგული და სუაჰილი.

[რედაქტირება] მოსახლეობა

აფრიკის დაახლოებით 800 მლნ-იანი მოსახლეობა ეთნიკური და რასობრივი შემადგენლობით მრავალფეროვანია.

საჰარის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობა განეკუთნება ევროპეიდულ რასას (არაბები, ბერბერები). მეშვიდე საუკუნეში არაბების მოსვლასთან ერთად აქ გავრცელდა არაბული ენა და ისლამი.

საჰარის სამხრეთით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა განეკუთნება ნეგროიდულ რასას. სხვადასხვა ბანტუს ენებზე (ნიგერ-კონგოს ენათა ოჯახის ნაწილი) მოლაპარაკე ხალხი შეადგენს სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი აფრიკის მოსახლეობის უმრავლესობას. დასავლეთი აფრიკა დასახლებულია ნიგერ-კონგოს სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხით. აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკაში აგრეთვე ცხოვრობენ აფრო-აზიულ ენებზე მოლაპარაკე ეთიოპელები და სომალელები, ასევე სხვადასხვა ნილო-საჰარულ ენებზე მოლაპარაკე ხალხი. სამხრეთ აფრიკაში მცირე რაოდენობით გვხვდებიან ჰოტენტოტები და ბუშმენები, რომელთაც ბანტუს ჩრდილოეთიდან მიგრაციამდე მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია ეკავათ.

ევროპული კოლონიზაციის პერიოდიდან აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ევროპელი თეთრკანიანების მნიშველოვანი ჯგუფები. მათი შთამომავლები არიან სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანები (აფრიკანერები, ინგლისელი სამხრეთ აფრიკელები).

რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით აფრიკელების 40% ქრისტიანია, 40% მუსულმანი. დანარჩენი 20% ადგილობრივი აფრიკული რელიგიების მიმდევარია. ისლამი ჩრდილოეთ აფრიკის გარდა გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. აფრიკელი ქრისტიანების უმრავლესობას წარმოადგენს ევროპული კოლონიზაციის პერიოდში გაქრისტიანებული მკვიდრი მოსახლეობა. აფრიკა აგრეთვე არის ეთიოპიის მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ორთოდოქსული ქრისტიანული ეკლესიის სამშობლო.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

  • allAfrica.com ახალი ამბები, მოვლენები და სტატისტიკა.
  • Afrika.no ფოტოები და ინფორმაცია.


რედ. აფრიკის ქვეყნები და ტერიტორიები (გაეროს სუბრეგიონები)
ჩრდილოეთი აფრიკა
ალჟირი · ეგვიპტე · ლიბია · მაროკო · სუდანი · ტუნისი · დასავლეთი საჰარა დასავლეთი აფრიკა
ბენინი · ბურკინა ფასო · მწვანე კონცხის კუნძულები · სპილოს ძვლის ნაპირი · გამბია · განა · გვინეა · გვინეა-ბისაუ · ლიბერია · მალი · მავრიტანია · ნიგერი · ნიგერია · სენეგალი · სიერა ლეონე · ტოგო
ცენტრალური აფრიკა
ანგოლა · კამერუნი · ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა · ჩადი · კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა · ეკვატორული გვინეა · გაბონი · რესპუბლიკა კონგო · სან-ტომესა და პრინსიპის კუნძულები აღმოსავლეთი აფრიკა
ბურუნდი · კომორის კუნძულები · ჯიბუტი · ერიტრეა · ეთიოპია · კენია · მადაგასკარი · მალავი · მავრიკი · მოზამბიკი · რუანდა · სეიშელის კუნძულები · სომალი · ტანზანია · უგანდა · ზამბია · ზიმბაბვე
სამხრეთი აფრიკა
ბოტსვანა · ლესოთო · ნამიბია · სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა · სვაზილენდი სამფლობელოები და სხვა ტერიტორიები:
დიდი ბრიტანეთი: ინდოეთის ოკეანის ტერიტორია · წმ. ელენეს კუნძულები · საფრანგეთი: მორონი · რეუნიონის კუნძულები · პორტუგალია: მადეირა · ესპანეთი: კანარის კუნძულები · Plazas de soberanía


 •  • 
მსოფლიოს რეგიონები

აფრიკა

ცენტრალური · აღმოსავლეთი · ჩრდილოეთი · სამხრეთი · დასავლეთი

ამერიკა

ჩრდილოეთი · ცნტრალური · სამხრეთი · კარიბები · ლათინური

აზია

შუა · აღმოსავლეთი · ჩრდილოეთი · სამხრეთი · სამხრეთ-აღმოსავლეთი · წინა/სამხრეთ-დასავლეთი

ევროპა

ცენტრალური · აღმოსავლეთი · დასავლეთი · სამხრეთი · ჩრდილოეთი

ოკეანეთი

ავსტრალაზია · მალანეზია · მიკრონეზია · პოლინეზია

სხვა
 

შორეული აღმოსავლეთი · შუა აღმოსავლეთი
 

პოლარები

არქტიკა · ანტარქტიკა

ოკეანეები

არქტიკის · ატლანტის · ინდოეთის · წყნარი · სამხრეთის

იხილეთ ასევე კონტინენტები
სხვა ენებზე
Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu