ალგორითმი
ვიკიპედიიდან

ალგორითმი -- იმ მოქმედებათა ერთობლიობის ზუსტი და სრული აღწერა, რომელთა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება განაპირობებს დასმული ამოცანის ამოხსნას.
ტერმინი ალგორითმი მე–9 საუკუნის შუა აზიელი მოაზროვნის მუხამედ ბენ მუსა ალ–ხორეზმის სახელის ლათინურ ტრანსკრიფციას უკავშირდება (Algorithmi). როგორც ცნობილია, ალ–ხორეზმმა ჩამოაყალიბა არითმეტიკული მოქმედებების წესები. მისმა ტრაქტატმა არითმეტიკაში და ალგებრაში, რომელიც მე–12 საუკუნეში ლათინურ ენაზე თარგმნეს, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათემატიკის განვითარებაზე დასავლეთ ევროპაში. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად ალგორითმის ქვეშ გულისხმობდნენ მრავალნიშნა რიცხვებზე მხოლოდ ოთხი არითმეტიკული მოქმედების შესრულების წესებს.
ამჟამად, ტერმინი ალგორითმი სხვადასხვა სახის ცალკეული წესების სახოგადო სახელია და იგი შემდეგნაირად არის განმარტებული: ალგორითმი გარკვეულ მითითებათა სასრული მიმდევრობაა, რომლის შესრულება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მოცემული ამოცანის ამონახსნი.