არსენი (XIV ს.)
ვიკიპედიიდან
არსენი, XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. 1381 მოხატა ჭულის ეკლესია (ადიგენთან). მხატვრობა ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. გუმბათში გამოსახულია ამაღლება, გუმბათის ყელზე - წინასწარმეტყველნი. აფრებში - მახარებელნი, საკურთხევლის კედელზე - მოციქულთა ზიარება და წმ. მამათა და დიაკონთა ფიგურები. საკუთრივ ნაოსის კედლებზე - სახარების სცენები, განკითხვის დღე და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები. სამხრეთის კედელზე სამცხის ათაბაგთა - ჯაყელების პორტრეტებია. ფიგურები უჩვეულოდ გრძელია, ნახატი - დუნე. არსენის ნამუშევრები ამ პერიოდის ქართული ფრესკებთან შედარებით დაბალი დონისაა.