არსენ თბილელი
ვიკიპედიიდან
არსენ თბილელი († 30 ნოემბერი, 1812), ქართლ-კახეთის სამეფოს საეკლესიო მოღვაწე ბაგრატიონთა გვარისა, უკანასკნელი თბილელი (თბილისის ეპისკოპოსი), აბდულა-ბეგის ძე.
იხსენიება ნაიბაძის გვარითაც, რადგან მამამისი ერთდროს ქართლის ნაიბი (გამგე) იყო. ახალგაზრდა დაქვრივდა და ბერად აღიკვეცა. მისი ძმის დავითისა და უახლოესი ნათესავის პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო იძულებული გახდა იმერეთში გადახვეწილიყო. დიდხანს მოღვაწეობდა კაცხის მონასტერში, შემდეგ ნიქოზის ეპისკოპოსად დანიშნეს. ერეკლე II-ის უკმაყოფილების მიუხედავად, ანტონ II-ის წარდგინებით თბილელად დაადგინეს. 1810 რუსეთის მმართველობასთან კონფლიქტის გამო გადააყენეს ეპისკოპოსობიდან.