რუსეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: (არ აქვს) |
|||||
|
|||||
სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
დედაქალაქი | მოსკოვი | ||||
პრეზიდენტი | ვლადიმირ პუტინი | ||||
პრემიერ-მინისტრი | მიხაილ ფრადკოვი | ||||
ფართობი - ხმელეთი - % წყალი |
სიდიდით 1-ლი 17,075,200 კვ.კმ 0,5% |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით მე-7 144,600,400 9/km² |
||||
დამოუკიდებლობა - თარიღი |
სსრკ-დან 26 დეკემბერი 1991 |
||||
ვალუტა | რუბლი | ||||
დროის ზონა | დზკ +2-დან +12-მდე | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | რუსეთის ჰიმნი | ||||
ინტერნეტის დომენი | .ru | ||||
სატელეფონო კოდი | 7 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: რუსეთის ფედერაცია.
- ეროვნული: Россия, Российская Федерация.
- ეტიმოლოგია: შესაძლოა სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან rus, რაც ”მცხოვრებს” ნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17.075.400 კვ.კმ) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. გამოიყოფა დიდი გეოგრაფიული რაიონები - აღმოსავლეთ-ევროპის ვაკე, დასავლეთ-ციმბირის დაბლობი, ცენტრალური ციმბირის მაღლობი. ტერიტორიის ნაწილი მთიან რეგიონებს უკავიათ - ალტაი, ჩრდილოეთი კავკასია, კოლიმა, საიანი, ურალი. უმაღლესი მწვერვალია - იალბუზი, 5,633 მ. მთავარი მდინარეები - ამური, ანგარა, ირტიში, ლენა, ობი, ვოლგა, ენისეი. ტბები - ბაიკალი, კასპიის ზღვა, ლადოგა, ონეგა.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - გარდამავალი.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (2000 წლიდან).
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი (2004 წლიდან).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო - 178 წევრი და სახელმწიფო დუმა - 450 წევრი).
- პოლიტიკური პარტიები - კომუნისტური პარტია (თავმ. გ.ზიუგანოვი), მოძრაობა "ნაშ დომ - როსია" (ვ.ჩერნომირდინი), ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (ვ.ჟირინოვსკი), გაერთიანება "იაბლოკო" (ვ.იავლინსკი).
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის - 21 რესპუბლიკაა (республика), 1 ავტონომიური ოლქი (автономная область), 10 ავტონომიური ოკრუგი (автономный округ), 6 მხარე (край), 49 ოლქი (область) და 2 ფედერალური ქალაქი (город – მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი).
2000 წლის მაისში პრეზიდენტის დეკრეტით შემოღებულ იქნა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა - 7 ფედერალური რეგიონი:
- ცენტრალური რუსეთი (ადმ. ცენტრი - მოსკოვი)
- ჩრდილო-დასავლეთი რუსეთი (ადმ. ცენტრი - სანკტ-პეტერბურგი)
- სამხრეთი რუსეთი (ადმ. ცენტრი - დონის როსტოვი)
- ვოლგისპირეთი (ადმ. ცენტრი - ნიჟნი-ნოვგოროდი)
- ურალი (ადმ. ცენტრი - ეკატერინბურგი)
- ციმბირი (ადმ. ცენტრი - ნოვოსიმბირსკი)
- შორეული აღმოსავლეთი (ადმ. ცენტრი - ხაბაროვსკი)
რუსეთის ეროვნული რესპუბლიკები
რესპუბლიკა | ფართობი (ათასი კმ²) |
მოსახლ. (ათასი) |
დედაქალაქი |
ადიღეა | 7,6 | 438 | მაიკოპი |
ალტაი | 92,6 | 202 | გორნო-ალტაისკი |
ბაშკირეთი | 143,6 | 4.044 | უფა |
ბურიატია | 351,3 | 1.003 | ულან-უდე |
დაღესტანი | 50,3 | 2.094 | მახაჩკალა |
ინგუშეთი | 3.8 | 488 | მაგასი |
ყაბარდო-ბალყარეთი | 12,5 | 788 | ნალჩიკი |
ყალმუხეთი | 76,1 | 308 | ელისტა |
ყარაჩაი-ჩერქეზეთი | 14,1 | 429 | ჩერკესკი |
კარელია | 172,4 | 736 | პეტროზავოდსკი |
კომი | 415,9 | 1.163 | სიკტივკარი |
მარიი ელი | 23,2 | 735 | იოშკარ-ოლა |
მორდოვეთი | 26,2 | 888 | სარანსკი |
სახა (იაკუტია) | 3.103,0 | 887 | იაკუტსკი |
ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია | 8,0 | 689 | ვლადიკავკაზი |
თათარსტანი | 68,0 | 3.683 | ყაზანი |
ტივა | 170,5 | 306 | კიზილი |
უდმურტეთი | 42,1 | 1.596 | იჟევსკი |
ხაკასეთი | 61,9 | 568 | აბაკანი |
ჩეჩნეთი-იჩქერია | 8.6 | 490 | გროზნო |
ჩუვაშეთი | 18,3 | 1.313 | ჩებოქსარი |
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 144,5 მლნ (2003), მათ შორის - რუსი 81,5%, თათარი 3,8%, უკრაინელი 3%, ჩუვაში 1,2%, ბაშკირი0,9%.
- სახელმწიფო ენა - რუსული.
- რელიგია - მართლმადიდებელი ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი.
- დედაქალაქი - მოსკოვი (8.368 ათასი).
- დიდი ქალაქები - სანკტ-პეტერბურგი (4.582), ნიჟნი ნოვგოროდი (1,340), ეკატერინბურგი (1,257), ნოვოსიბირსკი (1,395), სამარა (1.147), ომსკი (1.132), ყაზანი (1.114), უფა (1.097), ჩელიაბინასკი (1.080).
[რედაქტირება] ეკონომიკა
რუსეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხე-ტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვა. მნიშვნელოვანი წილი აქვს სოფლის მეურნეობას. ექსპორტის ძირითადი ელემენტებია - ბუნებრივი გაზი, ნავთობი, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ხე-ტყე, ქვანახშირი, კვების პროდუქტები. ეროვნული ვალუტა - რუსული რუბლი (RUR).
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე. 1992 წელს ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. 1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია. 90-იანი წლების მე-2 ნახევარში გაურთულდა მდგომარეობა ფედერაციის სუბიექტებთან, განსაკუთრებით თათარსტანთან და ჩეჩნეთთან. ამ უკანასკნელთან საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება. 1999 წლის ბოლოს პოლიტიკური კავშირი შეკრა ბელარუსთან.
[რედაქტირება] კულტურა
- არქიტექტურა: პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, კიჟი პოგოსტი, კრემლი და წითელი მოედანი, ამაღლების ტაძარი მოსკოვში, ნოვგოროდი და მისი შემოგარენი, დიდი ნოვგოროდი, ვლადიმირისა და სუზდალის მონუმენტები.
- სხვა ღირშესანიშნაობები: სოლოვეცკის კუნძულის ისტორიული ანსამბლი, ბაიკალის ტბა, კამჩატკის ვულკანები, კავკასიის მინერალური წყლები.
- სულიერი კულტურა: რუსული ეპოსი - თქმულება იგორზე (XII ს.).
დსთ–ს ქვეყნები | |
აზერბაიჯანი | ბელარუსი | თურქმენეთი | მოლდოვა | საქართველო | რუსეთი | სომხეთი | ტაჯიკეთი | უზბეკეთი | უკრაინა | ყაზახეთი | ყირგიზეთი |
ევროპის ქვეყნები | |
ავსტრია | აზერბაიჯანი | ალბანეთი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | გერმანია | დანია | დიდი ბრიტანეთი | ესპანეთი | ესტონეთი | ვატიკანი | თურქეთი¹ | ირლანდია | ისლანდია | იტალია | ლატვია | ლიტვა | ლიხტენშტაინი | ლუქსემბურგი | მაკედონია | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნიდერლანდები | ნორვეგია | პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი¹ | საბერძნეთი | სან-მარინო | საფრანგეთი | საქართველო | სერბია | მონტენეგრო | სლოვაკეთი | სლოვენია | სომხეთი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | ყაზახეთი¹ | შვეიცარია | შვეცია | ჩეხეთი | ხორვატია | |
დამოკიდებული ტერიტორიები: გერნსი | გიბრალტარი | კუნძული მენი | ფარერის კუნძულები | ჯერსი | |
¹ ნაწილი აზიაშია |