ასკურავა, ივანე
ვიკიპედიიდან
ივანე ალექსის ძე ასკურავა (* 27 დეკემბერი, 1917/9 იანვარი 1918, სოფ. ქვირი, ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი), ქართველი, თეატრის მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1939 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1940 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მხატვარი. გააფორმა ოპერები: ჯ. ვერდის "ოტელო" (1949), ზ. ფალიაშვილის "ლატავრა" (1950), "დაისი" (1957), "აბესალომ და ეთერი" (1964), ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" (1950), ა. რუბინშტეინის "დემონი" (1950), პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა" (1951), მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი" (1954), ა. ბოროდინის "თავადი იგორი" (1956), დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი" (1957), ს. ცინცაძის "განდეგილი" (1972) და სხვა. ბალეტები: ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1945), დ. თორაძის "მშვიდობისათვის" (1953) და სხვა.