აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
ვიკიპედიიდან
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ან შემოკლებით იუსაიდი (United States Agency for International Development ან USAID) არის აშშ-ის მთავრობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობა უმეტესწილად არა-სამხედრო საერთაშორისო დახმარებაა. დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო საერთო საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან იღებს და მიზნად ისახავს ”დახმარების ხელი გაუწიოს უცხოეთში იმ ხალხს, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ სიღარიბეს, გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები, აღადგინონ სტიქიით მიყენებული ზარალი და ცდილობენ ააშენონ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა...”
მისი მიზნები პასუხობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შემდეგ მიმართულებებს:
- ეკონომიკური ზრდა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა
- ჯანდაცვა
- დემოკრატია, კონფლიქტთა არიდება და ჰუმანიტარული დახმარება
იუსაიდი პროექტებს მსოფლიოს ოთხ რეგიონში ახორციელებს:
- სუბ-საჰარის აფრიკა
- აზია და ახლო აღმოსავლეთი
- ლათინური ამერიკა და კარიბები
- ევროპა და ევრაზია
იუსაიდს ასევე ოთხი ძირითადი კატეგორიის ამოცანები აქვს:
- გლობალური განვითარების ალიანსი
- ეკონომიკური ზრდა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა
- გლობალური ჯანდაცვა
- დემოკრატია, კონფლიქტები და ჰუმანიტარული დახმარება
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |