სოფლის მეურნეობა
ვიკიპედიიდან
სოფლის მეურნეობა არის მატერიალური წარმოების ერთ-ერთი ძირითადი დარგი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა და შინაური ცხოველების მოშენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის მიღების მიზნით. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია:
- მეაბრეშუმეობა
- მებოსტნეობა
- მებოცვრეობა
- მევენახეობა
- მეთევზეობა
- მეთესლეობა
- მემცენარეობა
- მენადირეობა
- მეტყევეობა
- მეფრინველეობა
- მეფუტკრეობა
- მეღორეობა
- მეცხენეობა
- მეცხვარეობა
- მეცხოველეობა
- მეჩაიეობა
- მეხილეობა
- მიწათმოქმედება
სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემო პირობებზე: ნიადაგზე, კლიმატზე, სეზონებზე, მდებარეობაზე და სხვა. მის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენენ სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა ცალკეული დარგები:
- აგროქიმია
- ამპელოგრაფია
- გენეტიკა
- ვეტერინარია
- ნიადაგმცოდნეობა
- ზოოტექნიკა
სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულია მსოფლიო მოსახლეობის 40-45%, ამასთან განვითარებულ ქვეეყნებში ეს მაჩვენებელი არ აღემატება 5-6%-ს.
სექციების სია |
[რედაქტირება] სასოფლო-სამეურნეო სავარგულები
- ბაღი - ბოსტანი - ბუნებრივი მდელო - ვენახი - მლაშობი - სათიბი - სახნავი - საძოვარი - ყანა
[რედაქტირება] სასოფლო-სამეურნეო მცენარეები
- ბაღჩეული კულტურები: საზამთრო, ნესვი, გოგრა, ყაბაყი
- ბოსტნეული: ბადრიჯანი, ბოლოკი, გოგრა, თალგამი, კარტოფილი, კიტრი, კომბოსტო, პამიდორი, სტაფილო, ჭარხალი
- მარცვლეული კულტურები: ბარდა, ბრინჯი, ლობიო, მუხუდო, სიმინდი, სოია, ფეტვი, ქერი, შვრია, ცერცვი, ჭვავი, ხორბალი
- ტექნიკური კულტურები: ბამბა, თამბაქო, კანაფი, კორპი, მზესუმზირა, სელი, ტუნგო
- ხილი: ალუბალი, ატამი, ბალი, გარგარი, ვაშლი, კომში, ლიმონი, მანდარინი, მარწყვი, მაყვალი, მსხალი, ქლიავი, ფორთოხალი
[რედაქტირება] სასოფლო-სამეურნეო ცხოველები
- შინაური ცხოველები: ბოცვერი, კამეჩი, თხა, ღორი, ცხენი, ცხვარი, ძროხა
- შინაური ფრინველები: ბატი, ინდაური, იხვი, ქათამი
- მწერები: აბრეშუმის ჭია, ფუტკარი
[რედაქტირება] სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები
- იარაღები: ბარი, გუთანი, თოხი, კავი, ფარცხი
- მანქანები: კომბაინი, კულტივატორი, სალეწი, ტრაქტორი
[რედაქტირება] სხვა სასოფლო-სამეურნეო ტერმინები
- ტექნოლოგიური პროცესები: ბალახთესვა, ბარვა, დაკვალვა, დასილოსება, დაწვიმება, დრენაჟი, თესლის შეწამვლა, თოხნა, მარგვლა, მელიორაცია, რწყვა, ხვნა
- სასუქები: ამიაკის გვარჯილა, ამოფოსი, გოგირდმჟავა ამონიუმი
[რედაქტირება] სოფლის მეურნეობის გამოჩენილი მოღაწენი
- ამირაჯიბი, კონსტანტინე
- ბუსენგო, ჟან ბატისტ
- ვავილოვი, ნიკოლოზ
- ლიბიხი, იუსტუს
- მიჩურინი, ივანე
- წინამძღვრიშვილი, ილია