ბაკურიანი (ერისთავთერისთავი)
ვიკიპედიიდან
ბაკურიანი (* X საუკუნის დასასრული ― † XI საუკუნის I მეოთხედი), ტაოს ერისთავთერისთავი გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის ძეების მამა. XI საუკუნეში სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, ბაკურიანი სარდლობდა ტაოელთა ლაშქარს, რომელიც 997 წელს დავით III კურაპალატმა ხლათის ასაღებად გაგზავნა. აქ ბაკურიანი ტყვედ ჩაუვარდა არაბებს. ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე ბაკურიანს იხსენიებს იბერიის იმ უპირველეს დიდგვაროვნებს შორის, რომლებიც დავით კურაპალატის მემკვიდრეობის მისაღებად ტაოში მოსულმა ბიზანტიის კეისარმა ბასილი II-მ თან წაიყვანა და პატრიკიოსის ხარისხი მიანიჭა.