ბატისტუტა, გაბრიელ
ვიკიპედიიდან
გაბრიელ ომარ ბატისტუტა (*1 თებერვალი, 1969, რეკონქისტა, სანტა-ფე, არგენტინა) -- 90-იანი წწ. არგენტინელი ფეხბურთელი, კარიერის უმთავრესი წლები გაატარა ”ფიორენტინასა” და ”რომა”-ში წამყვანი თავდამსხმელის ამპლუაში; არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი არგენტინული ფეხბურთის არსებობის მანძილზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება და დახასიათება
დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს ქალაქ აველიანედაში. ზუსტად ამ პატარა ქალაქიდან, და არა რეკონკისტიდან, რომელთანაც მჭიდროდ არის დაკავსირებული მისი ცხოვრების გზა, იღებს სათავეს ლეგენდა.ის მდიდარია, ლამაზი, ცნობილი, მისი შურთ მამაკაცებს და ის არის სასურველი ქალებისათვის. მაგრამ, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ის ოდესღაც იყო ახალგაზრდა, უცნობი საზოგადოებისათვის და ღარიბი. მისი ცხოვრება, როგორც ყველა ჩვენგანის დროდადრო იყო მძიმე, სავსე მწუხარებით და გაურკვევლობით. მიუხედავად ამისა მას ბედის დარტყმები ღირსეულად გადაჰქონდა.
გაბრიელი არსდროს მიდის დათმობაზე,ის ცდილობს ცხოვრებისგან მიიღო ყველაფერი,იმისდა მიუხედავად თუ რა წინააღმდეგობები შეხვდება წინ. შეუცნობელს ის იღებს, როგორც გამოწვევას, რომელიც უნდა დაიპყრო. ის რასაც წარმოადგენს ამჯამად გაბრიელი და ყველაფერი, რაც მას გააჩნია არის მისი მუშაობის შედეგი.მისი ბავშვობა მიედინებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ღირსეული და მოსიყვარულე პიროვნების და მისი მამის ოსმარას და "ნინო" მელჩოსას მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. ბატის გარშემორტყმული იყო სიყვარულით დედისაგან გლორისგან,რომელთანაც მან ბოლომდე შეინარჩუნა მჭიდრო კავშირი "ელ გრინგოს" (ეს მეტსახელი მან შეღებილი თმის გამო მიიღო) ბავშვობა უშფოთველად მიმდინარეობდა, მასზე გავლენა არ მოუხდენია იმ მძიმე პერიოდს, რომელსაც განიცდიდა ოჟახი არგენტინაში ეკონომიკური კრიზისის დროს. ცხოვრებით დატკბობა და სიყვარული განუყოფელი გახდა მისი ნატურისთვის ბავშვობიდან. კიდევ მას უყვარდა ოცნება და ყოველთვის სჟეროდა, რომ მისი ცხოვრების წიგნში ჩაიწერებოდა მისი ბრწყინვალე მომავლის ხაზები. ვინ იცის იქნებ სწორედ ეს იყო საზიზღარი იხვის ჭუკის გარდაქმნის ძირითადი ელემენტი, რომელსაც კიდევ ერთი ზედმეტი სახელი "ელ გორდო" ერქვა (ესპანურად მსუქანა, ზედმეტი წონის გამო რომელიც ძალიან აწუხებდა ბატის ბავშვობაში), ფეხბურტის ჩვენი დროის სუპერვარსკვლავს.
გაბრიელის სემდეგ გლორიასა და ოსმარას სამი ქალიშვილი შეეძინათ. ბატი-გოლის თქმით ის ცოტათი ეჭვიანობდა მშობლებზე და დებზე, რაც დაახლოებით ხუთ წლამდე გრძელდებოდა ... ხოლო16 წლის ასაკში ის შეხვდა გოგონას ირინა ფერნანდესს, რომელიც გახდა მისი ცხოვრების ვარსკვლავი. მათ ნაცნობობას საინტერესო წინაისტორია ჰქონდა. ეს მოხდა ირინას დაბადების დღეზე, როდესაც ის 15 წლის გახდა. პირველად გაბრიელის გრძნობა უპასუხოდ დატოვეს. ის თითქოს "კედელზე მიასრისეს". მას უარი უთხრეს. მას იგნორირება გაუწიეს. ირინა ცეკვავდა ყველასთან ხოლო "ელ გრინგოს" მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმო. მართლია გაბრიელი იმ პერიოდში არ იყო ისეთი სახელ განთქმული და მშვენიერი როგორიც ახლა არის, მაგრამ მას ჰქონდა ყველაზე მთავარი მისი ხასიათი, მიზანმიმართულობა და გულმოდგინება. მას წვრილმანებზე გამოკიდება შუძლია და არასოდეს არ ყრის ფარ-ხმალს ნახევრად გავლილ გზაზე. განა მას შეეძლო მისი ცხოვრების სიყვარულის, ირინას, გულის მოგებაზე ეთქვა უარი!!!. და აი 1990 წლის 28 დეკემბერს წმინდა როკე გაბრიელის ტაძარსი მან შეიყვანა ულამაზესი ირინა, რომელმაც უთხრა მას უძვირფასესი სიტყვა "დიახ" .
[რედაქტირება] მოთამაშე
[რედაქტირება] კარიერის დასაწყისი
ბატისტუტა პატარაობიდან მისი ტანის თვისებებიდან გამომდინარე დადიოდა კალათბურთზე,მაგრამ არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატზე,ბატისტუტა მოექცა მარიო კემპესის თამაშის ზემოქმედების ქვეშ და მან ფეხბურთს დაუკავშირა თავი.1988 წელს შედგა მისი დებიუტი უმაღსლეს ლიგაში"ნიუ ელს ბოისის"რიგებში და გავიდა ლიბერტატორესის თასის ფინალში.