ბაქარი
ვიკიპედიიდან
ბაქარი (* 7 აპრილი, 1699 ან 1700 ― † 1 თებერვალი, 1750, მოსკოვი), ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ვახტანგ VI-ის ძე. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი. ქართლის ფაქტობრივი მეფე (შაჰნავაზ III-ის სახელით) 1716-1719, ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს. 1724 მამასთან ერთად რუსეთში გადასახლდა. 1729 წლის 30 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაინიშნა მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად. ბაქარი მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. 1743 მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია ბაქარის ბიბლიის სახელით. ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან ( ვ. ტატიშჩევი, ჟ. დე-ლილი), აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებს.