ბერხტოლდი, ლეოპოლდ
ვიკიპედიიდან
გრაფი ლეოპოლდ ბერხტოლდი (გერმ.: Graf Leopold Berchtold) (* 18 აპრილი 1863, ვენა; † 21 ნოემბერი 1942, იოდენბურგი) - იყო ავსტრო-უნგრელი პოლიტიკოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1906-1911 წლებში ბერხტოლდი ავსტრია-უნგრეთის ელჩი იყო სანკტ-პეტერბურგში (რუსეთის იმპერია), ხოლო 1912-1915 წლებში საგარეო საქმეტა მინისტრის პოსტი ეკავა. იგი ანტი-სერბიული პოლიტიკის მომხრე იყო და სერბიას ხმელტაშუა ზღვაზე გასასვლელი რომ არ ჰქონოდა ხელი სეუწყო ალბანეთის დაარსებას. 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ მან შეადგინა და 1914 წლის 23 ივლისს ულრიმატუმი წაუყენა სერბიას. ამ უკანასკნელის მხრიდან ულტიმატუმის უარყოფას პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა.
1915 წელს ბერხტოლდი მინისტრობიდან გადადგა, რადგან ვერ შეძლო იტალიისა და რუმინეთის მსოფლიო ომში გერმანია-ავსტრი-უნგრეთის მხარეზე ჩაბმა. 1915-1918 წლებში იგი ავსტია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ერცჰერცოგ კარლის ობერჰოფმაისტერი და მრჩეველი იყო.