ვიკიპედიიდან
21 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 325-ე დღე (ნაკიან წლებში – 326-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 40 დღე.
- 1272 : ჰენრი III-ის განრდაცვალების შემდეგ ინგლისის მეფედ პრინცი ედვარდი აკურთხეს.
- 1789 : ჩრდილოეთ კაროლინა აშშ-ის მე-12 შტატი ხდება.
- 1791 : ნაპოლეონ ბონაპარტი გენერლად დააწინაურეს და საფრანგეთის რესპუბლიკის არმიის მეთაურად დანიშნეს.
- 1806 : ნაპოლეონი ინგლისს კონტინენტურ ბლოკადას უცხადებს.
- 1877 : თომას ედისონი ხმის ჩამწერი აპარატი ფონოგრაფის გამოგონების შესახებ აქვეყნებს განცხადებას.
- 1905 : გამოქვეყნდა ალბერტ აინშტაინის სტატია "ემყარება სხეულის ინერცია მის ენერგიას?", რომელშიც აღწერა ენერგიასა და მასას შორის დამოკიდებულება, რამაც საფუძველი ჩაუყარა განთქმულ ფორმულას e=mc².
- 1920 : სისხლიანი კვირა ინგლის-ირლანდიის ომში.
- 1922 : რებეკა ლატიმერ ფელტონი ჯორჯიიდან პირველი ქალი სენატორი ხდება აშშ-ში.
- 1934 : ელა ფიცჯერალდის სასიმღერო დებიუტი შედგა აპოლოს თეატრში, ჰარლემში, ნიუ-იორკი.
- 1995 : დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო დაიხურა 5.000 ნიშნულს ზემოთ პირველად.
- 2002 : ნატო იწვევს ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, რუმინეთს, სლოვაკიასა და სლოვენიას გასაწევრიანებლად.
- 2004 : პარიზის კლუბი თანხმდება ერაყის საგარეო ვალის 80%-ის ($100 მილიარდ) ჩამოწერას.
- 2005 : საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი 75 წლის შემდეგ პარიზიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
- 2006 : საერთაშორისო კონსორციუმმა ხელი მოაწერა ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის განვითარების პროექტს.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 496 : გელასიუს I რომის პაპი
- 1844 : კრილოვი, ივანე - რუსი მწერალი
- 1916 : ფრანც-იოსები I - ავსტრიის იმპერატორი და უნგრეთის მეფე
- 1969 : მუტესა II ბუგანდელი - უგანდის პრეზიდენტი
- 1970 : ჩანდრასეხარა ვენკატა რამანი - ინდოელი ფიზიკოსი
- 1983 : ჯაყელი, გაიოზ - ქართველი ინჟინერი
- 1996 : აბდუს სალამი - პაკისტანელი ფიზიკოსი
- 2001 : სალაჰუდინ აბდულ აზიზ შახ იბნ ალმარჰუმი სულთანი ჰისამუდინ ალამ შახ ალ-ჰაჯი - მალაიზიის სულთანი
- ქართული მართლმადიდებლური ეკლესია - მთავარანგელოზობა
სხვა თვეები: